თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2013, 13:45
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 2611,
კომენტარები: 11
ინტერვიუ ჯონი ევანსთან
ჯონი ევანსის ინტერვიუ Inside United-თან.
ინტერვიუ ჯონი ევანსთან

ჯონი ევანსის ინტერვიუ Inside United-თან.

საახალწლო დღესასწაულებამდე შენ ახალ კონტრაქტს მოაწერე ხელი. გსურთ გუნდის ერთგული იყოთ?

მინდა, რომ ასე ვფიქრობდე. რა თქმა უნდა,მომიწია გუნდის არენდით დატოვება მაგრამ ამ დროისათვის ძირითად გუნდში ვთამაშობ. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ბევრი კლუბისგან მივიღე შემოთავაზება მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვიცოდი რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ის ადგილია სადაც მინდა ფეხბურთის თამაში. ამიტომ მოხარული ვიქნები თუ კარიერის ბოლომდე ამ გუნდში დავრჩები.ჯერ ხომ მხოლოდ 25 წლის ვარ ვნახოთ რა მოხდება...

ამ სეზონში თქვენ ბევრი გამარჯვება იგემეთ. რომელი მატჩი მოგეწონა ყველაზე მეტად ?

ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვება იყო „სიტისთან“. მე დაშავებული ვიყავი და მატჩს სკამიდან ვუყურებდი. მახსოვს, კინაღამ დავახრჩვე ტომ კლევერლი, როცა სიხარულისგან ჩავეხუტე. მატჩი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა იყო „საუტჰემპტონთან“. არც ამ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა მაგრამ ვესწრებოდი. ჩვენ ცუდად ვთამაშობდით. როდესაც ვან პერსიმ პენალტი ვერ გამოიყენა ვიფიქრე, რომ დღეს ჩვენი დღე არ იყო. მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. როდესაც ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი თავი გულშემატკივარი მეგონა, რადგან ვინც მოედანზე იყო მათზე მეტად განვიცდიდი ყველაფერს და ყველა გულშემატკივარი ასეა, ტრიბუნებიდან მატჩზე დაკვირვებისას.

შენ უკვე ოთხი გოლი გაიტანე ამ სეზონში. გაგვიმხელ საიდუმლოს ?

ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ უკვე გავიზარდე, გამოცდილება მივიღე და გავხდი თავდაჯერებული. პირველად უიმედოდ მივრბოდი მოედნის მეორე ბოლოში რათა გოლი გამეტანა და ვფიქრობდი : „ უნდა გავიტანო, მე უნდა გავიტანო“. ზოგჯერ თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ სწორი პოზიცია.

შენი თანაგუნდელებიდან ამ სეზონში რომელმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე?

რაფაელი მართლაც კარგად თამაშობს. ის უკვე წამოიზარდა. მისმა ძმამ კლუბი არენდის სახით დატოვა და რაფაელმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. მარჯვევა ფლანგზე ნაკლები კონკურენციაა, მაგრამ იგი ნამდვილად პროგრესირებდა და თავის თავის მოვალეობას აცნობიერებდა.

როდესაც თქვენ ძირითადში თამაში დაიწყეთ იგივე სიტუაციაში იმყოფებოდით როგორც ახლა რაფაელია, როგორ შეეგუეთ ამ ყველაფერს?

რაფაელი ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენ ერთ დროს შევუერთდით ამ კლუბს. მან საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა მის ასაკთან შედარებით. იგი უკვე დიდი ხანია ამ კლუბშია, ზოგიერთი აკრიტიკებს მას, მაგრამ ვფიქრობ, რომ და სილვა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

რა სახის ურთიერთობაა მცველებს შორის გუნდში? მეგობრობთ, ახალისებთ ერთმანეთს ვარჯიშზე და მოედანზე ?

დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ „კარგად იმუშავე“, თუ ვინმემ კარგად ითამაშა. ვიცი, რომ სხვა კლუბებში არსებობს მოთამაშეები, რომლებსაც სურთ რომ მისმა პარტნიორმა ცუდად ითამაშოს. ასეთია ცხოვრება. ხალხს არ უნდა რომ მოვიდეს ვინმე და მასზე კარგად გააკეთოს ბევრი რამ. მე ასე არ ვფიქრობ: „თუ იგი აღმოჩნდება გუნდში, შეცდომებს აუცილებლად დაუშვებს“. – ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“ ჩვენ გვსურს ტიტულების მოგება. ჩვენ ვცდილობთ შევქმთან ერთსულოვანი გუნდი. ჩვენ გვჭირდება, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმუმი გააკეთოს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად რას აფასებ ვიდიჩისა და ფერდინანდში ?

როდესაც ძირითად გუნდში მოვხვდი, ვიგრძენი რომ ამ ბიჭების დონე ძალიან მაღალია. თუ როგორ თამაშობენ ისინი - ეს შესანიშნავია. ჩემი მიზანი არის მივაღწიო იმ დონემდე, რომელზეც ისინი იმყოფებიან, ისინი ფანტასტიური ფეხბურთელები არიან. მე ვცდილობ ჩემი მაქსიმალური ძალების წარმოჩენას, ამავეს აკთებენ რიო და ნემანიაც, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველები არიან.

გეშინია?

ასე ვერ ვიტყოდი .არც მიფიქრია: „მინდა ვიყო ისეთი როგორც ისინი“. ყოველთვის მინდოდა მეთამაშა საკუთარ სტილში.თუ ვეცდები ვინმეს თამაშის სტილის გამოყენებას ყველა მიხვდება და ვერასოდეს გახდები დამოუკიდებელი ფეხბურთელი. ასე რომ არ მეშინია, მაგრამ მესმის, მოხვდე გუნდში და შეცვალო ვინმე - დიდი გამოწვევაა. მოითმინება უნდა შეინარჩუნო და თავი მაქსიმალურად წარმოაჩინო. უნდა გამოხვიდეთ მოედანზე და ითამაშოთ ფეხბურთი თქვენი სტილით.

შენ საკუთარ თავზე იღებ დაცვის ხაზს და განკარგულებებს აძლევ პარტნიორებს...

მინდა რომ ესეთი თამაში სულ ჩემს თამაშის სტილში იწერებოდეს. ძნელია, როდესაც თქვენ პირველად გამოდიხართ ძირითად გუნდში. ვერ იფიქრებთ, რომ ამას შეძლებთ. ხშირად ვფიქრობ: „როგორ შეიძლება მე ამ ბიჭებს რაიმე ვუბრძანო?“ რამდენიმე ხნის შემდეგ დიდი პატივისცემა მივიღე თანაგუნდელებისგან. ფუნქცია ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მცველისთვის. მე ვფიქრობ იგი სამუშაოს გიადვილებთ. ასეთი დეტალები მნიშვნელია თქვენთვის და ასევე ეხმარება პარტნიორებს.


წყარო: manutd8.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
25 იანვარი 2013 19:20
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საინტერესოა წაიკითხეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Amanda Seyfried
25 იანვარი 2013 19:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ევანსი მინდა ძირითადში love
0
№3
ავტორი: love united
25 იანვარი 2013 19:35
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლუკა!..სად იპოვე მახსოვს ეს სტატია 1 იანვარს დაიდო რედევილს.რუზე... wink საღოლ...
0
№4
ავტორი: red devil
25 იანვარი 2013 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Eh aramgonia vidas dones miagwio magram imedia kai mcveli dadgebi
0
№5
ავტორი: UTD-Rule
25 იანვარი 2013 20:28
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ ავტორ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: RVP (20)
25 იანვარი 2013 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
სგ ავტორ feel
0
№7
ავტორი: Mgelo
25 იანვარი 2013 21:57
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
საღოლ ავტორ კარგია smile
0
№8
ავტორი: VaRdo
26 იანვარი 2013 00:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მაგრად მევასება ეს ბიჭი უკვე : )) ძაან მოუმატა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: buka oboladze
26 იანვარი 2013 01:37
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჯონიი მაგრად მოუმატა love
0
№10
ავტორი: ლადო
26 იანვარი 2013 16:20
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ლუკინოოოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top