თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2017, 13:19
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2443,
კომენტარები: 13
იბრა:"ლომი ისევ ცოცხალია."
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბში დარჩენაზე ისაუბრა.
იბრა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ბურუსითაა მისი მომავალი მოცული და შემდეგ სეზონში სად იასპარეზებს დანამდვილებით არ იცის.

გუშინ ღამით, შვედმა ფორვარდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მნიშვნელობა გუნდისთვის, როდესაც მან ბოლო წამებზე მატჩი გადაარჩინა და საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ გუშინ "იუნაიტედმა" "ევერტონს" უმასპინძლა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს გოლი ზლატანისთვის 27 გამოდგა "წითელი ეშმაკების" მაისურით.

მაგრამ, ამის მიუხედავად ფეხბურთელის მომავალი "იუნაიტედში" ბურუსითაა მოცული, რადგან მას ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი ახალ კონტრაქტზე, როს მიხედვითაც ის კლუბში კიდევ ერთ წელს გაატარებს.

"აქ 35 წლის ასაკში მოვედი. ყველას ეგონა, რომ უკვე ინვალიდის სავარძელში ვიჯექი. და რა მოხდა? ლომი ისევ ცოცხალია. მე დავამტკიცე, რომ ყველა კრიტიკოსი ცდებოდა, როდესაც ფიქრობდნენ, ამას ვერ შევძლებდი. ბევრი კრიტიკოს, ჩემს გულშემატკივრად იქცა."

"მე 35 წლის ვარ და რამდენიმე თვეში 36ის გავხდები, მაგრამ დავამტკიცე, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. წინსვლას განვაგრძობ. მაგრამ, არ ვიცი, იგივეს თუ ვიგრძნობ შემდეგი სეზონისთვისაც და მზად ვიქნები თუ არა ამისთვის."

"მნიშვნელოვანია თუ არა ჩემთვის საუკეთესო ოთხეულში შესვლა? ბოლოს აღარც მახსოვს როდის გავედი მეორე ადგილზე, მგონი ეს "მილანში" იყო. ამის ქვემოთ არასდროს ვყოფილვარ კარიერის მანძილზე. ეს ჩავარდნაა და არ მომწონს. ნებისმიერი ადგილი - პირველი ადგილის გარდა, ჩავარდნაა. მაგრამ, ჩვენ კიდევ ვიბრძვით სხვა ტიტულისთვის. ყველა შესაძლებლობას ვეჭიდებით და ვიბრძვით."


"ჩემს მომავალთან დაკავშირებით, რომ რამის თქმა მინდოდეს, უკვე ვიტყოდი. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რამდენად ახლოს ვართ კონტრაქტის გაფორმებსათან ან კიდევ რამდენად შორს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფერი შეიძლება მოხდეს." - აცხადებს შვედი ფორვარდი MUTV-თან.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჭორები გავრცელდა, თითქოს ზლატანმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი MLS-ის კლუბ "ლა გალაქსისთან". თუმცა ESPN-თვის ცნობილი გახდა, რომ ჯერ იბრას არაფრისთვის მოუწერია ხელი და შანსები ამერიკაში გადასვლაზე 50-50ზეა.

წყარო:fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
5 აპრილი 2017 13:23
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მნიშვნელოვანი ფიგურა რომ არის ორი აზრი არაა, მაგრამ ბევრს მაზავს და არავის მოსწონს ალბათ ეს, მაგრამ მაინც მგონია რომ დარჩება.

პ.ს. ლუკაკუ დახატავდა ამ გუნდს. გუშინ როხო მოაპური ჟესტივით ათრია
1
№2
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Imedia darcheba da ar wava
0
№3
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2017 13:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
იბრაზე წელს ცუდს ვერავინ იტყვის , მაგრაფ ფაქტია რო ბევრ გოლთან ერთად ბევრსაც მაზავს და მარტო 36 წლის კაცზეა აწყობილი თამაში და ეგ არის ძალიან ცუდი, მე პირადად სიამოვნებით შეველეოდი უკვე ამ სეზონის ბოლოს იბრას და ლუკაკუს დავიმატებდი,ახალგაზრდა და ბევრად ენერგიული ხახლი გვინდა წინ თორე ძაან ნელია შეტევა
1
№4
ავტორი: Mixito
5 აპრილი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
36 წლის კაცზე იმიტოა დამოკიდებული რო სხვები ვერაფერს აკეთებენ იბრა რო არა და........ა მაგრად
1
№5
ავტორი: kobinio
5 აპრილი 2017 13:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამის სახვეწარი ნამდვილად არაფერი გვაქ.ეს ელოდება იმ მომენტს გუნდი გავა თუ არა ლიგაზე და იმის მიხედვით გადაწყვიტავს თუ გა ედით დარჩრბა თუ არა ***ავს.ლუკაკუ თუ არ ვიყიდეთ მერე ბეილივით სახვეწარი გვექნება
0
№6
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2017 14:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Mixito
36 წლის კაცზე იმიტოა დამოკიდებული რო სხვები ვერაფერს აკეთებენ იბრა რო არა და........ა მაგრად

ხოდა რო არ უნდა იყოს მარტო 1 კაცცზე დამოკიდებული მაგიტო უნდა დაიმატონ სხვა იგროკებიც და რეალურად იბრაა მაგ ტიპის მოთამაშე რო უყვარს მასზე როცა თამაშობენ და ეგ არაა მთლად კარგი კი ლიდერია გააქვს მარა თუ ვერ გააქ მერე სხვა ვერაფერს აკეთებს იმიტორო დროთა განმავლობაში ეჩვევიან 1ქ კაცზე თამაშს და ეგეთი სტილის იგროკი დიდად არ მინდა მომავალ წელს გუნდში, 20 გოლზე მეტს ლუკაკუც გაიტანს ბევრად ახალგაზრდაა არც სიმაღლეს უჩივის არც ჯანს და არც სისწრაფეს და არც გამოცდილებას და იდეალური ავრიანტია იბრას შეცვლისთვის სანამ დროა
0
№7
ავტორი: men1me
5 აპრილი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
Lomi ki ara gle xar
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2017 15:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მაინც საჭიროა გუნდში ძლიერი ფორვარდი
0
№9
ავტორი: stepno
5 აპრილი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლიგაზე გასვლასთანაა ამის დარეჩენა დამოკიდებული
0
№10
ავტორი: giorgisamnidze99
5 აპრილი 2017 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დარჩეს უნდა ერთ წელი კიდე და მერე თუ უნდა აქ დაამთავროს კარიერა ან წავიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top