"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვიცე-კაპიტანი პატრის ევრა, აცხადებს, რომ სწორედ მან ურჩია პოლ პოგბას "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება. ასევე პატრისმა ისიც განაცხადა, რომ ხალხი პოგბას ყოველ ნაბიჯს აკვირდება სოციალურ ქსელში, რომ შემდეგ ის გააკრიტიკონ.
"მას ვუთხარი, რომ თუ უნდა წასულიყო, "იუნაიტედში" უნდა გადასულიყო. - ციტირებს პატრის ევრას სიტყვებს FourFourTwo - "იუვე" დიდი კლუბია და გამიხარდებოდა აქ რომ დარჩენილიყო, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო."
"პოლს ჩემ ძმად ვთვლი, ამიტომ მისთვის ყველაფერი საუკეთესო მემეტება. მის გამო შემიძლია ვინმეც კი მოვკლა, ან კიდევ რამე ცუდი ჩავიფიქრო. პოლი უდიდესი გულის პატრონია."
"როდესაც ის მატჩს ჩააგდებს, ხალხი მის გაკრიტიკებას იწყებს თავისი ვარცხნილობის, ან კიდევ იმის გამო, რომ ის სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, ან კიდევ ფოტოებს, მაგრამ ის ასეთია და მორჩა. ის აკეთებს იმას, რასაც სწორად თვლის."
"მეც არ მსურს პოლი სარეკლამო პოსტერებმა, ამდაგვარმა რაღაცებმა ჩაითრიოს და ამან მის სათამაშო ფორმაზე იქონიოს გავლენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. მე უფრო მეტად ის ხალხი მაშინებს, რომლებიც პოლს აკრიტიკებენ თავისი თმის სტილის გამო."