თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2017, 10:01
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2866,
კომენტარები: 19
დე ხეას შემცვლელი გამოუჩნდა
შესაძლოა, "იუანიტედში" ახალი მეკარე ვიხილოთ.
დე ხეას შემცვლელი გამოუჩნდა
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მეკარე, იან ობლაკი მზადაა "მანჩესტერ იუნიატედის" ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა შეცვალოს იმ შემთხვევაში, თუ "წითელი ეშმაკები" მის გაყიდვას მოისურვებენ.

ორშაბათს ცნობილმა გამოცემა Sky Sports-მა გვამცნო, რომ "რეალმა" დე ხეას კიდევ ერთხელ შესთავაზა კონტრაქტი. შეგახსენებთ, რომ ესპანელი მეკარე 2015 წლის ზაფხულში, თითქმის გადასული იყო სამეფო კლუბში.

საშიშროება იმისა, რომ კლუბმა დავიდი დაკარგოს, ნამდვილად არსებობს, ამიტომ "წითელი ეშკამების" სკაუტები ყურადღებით ადევნებენ თვალს სხვადასხვა მეკარეებს, ამიტომ მათი თვალთახედვის არეში ობლაკიც მოექცა.

როგორც ცნობილი გახდა, "ატლეტიკოს" მეკარეს "იუნაიტედში" გადაბარგება სურს, მაგრამ იმ პირობით, რომ ის ნომერ პირველი იქნება კლუბში. თუ ჟოზე მოურინიო ნამდვილად გადაწყვეტს ობლაკის შეძენას, მას ეს საკმაოდ ძვირი, 33 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაუჯდება.

"ვფიქრობ, ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი პატივი იქნებოდა ინგლისში გამგზავრება და ისეთი დიდი კლუბის მაისურის მორგება, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". დღესდღეობით მსოფლიოს გრანდებს სურთ საუკეთესო მეკარეების შეძენა და ობლაკიც სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება. ინგლისიდან მის მიმართ სამი კლუბი იჩენს ინტერესს, ამიტომ თუ დავიდ დე ხეა "იუნაიტედს" დატოვებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს." - ციტირებს გამოცემის წყარო.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "იუნაიტედს" ობლაკის ორ თანაგუნდელსაც უკავშირებენ: მცველ ხოსე ხიმენესს და თავდამსხმელ ანტუან გრიზმას.

წყარო: fapl.ru
ჭორები
19 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
4 აპრილი 2017 10:06
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჭორი მგონია მაინც, ობლაკი მაგარი მეკარეა, მაგრამ ასე მგონია დე ხეა ვაბშე აღარსად წამსვლელი არაა

ჭორი მგონია მაინც, ობლაკი მაგარი მეკარეა, მაგრამ ასე მგონია დე ხეა ვაბშე აღარსად წამსვლელი არაა
2
№2
ავტორი: rene harrison_
4 აპრილი 2017 10:13
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ხალხო დონარუნა ჯობია. დე ხეა რომ დაბერდება, რეალს ხო გავუმზადოთ კაი მეკარე? ხტფუი ბლინ ბაიერნ-დორტმუნდია სუფთა
2
№3
ავტორი: GeorgeBest
4 აპრილი 2017 11:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შანსი ჰქონდა რეალს და ვერ დაითრია, ეხლა ძაან მეეჭვება კიდე იგივე განმეორდეს. არიან სხვა ახალგაზრდა მეკარეებიც, რომლების შეძენასაც შეეცდებიან
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 აპრილი 2017 11:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ბევრი იწერება რაღაც ამ ბოლო დროს დე ხეაზე და იმედია ჭორია
0
№5
ავტორი: gaga1987
4 აპრილი 2017 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
imedia choria da dexea darcheba.didi imedi makvs
0
№6
ავტორი: GRIEZMANN 7
4 აპრილი 2017 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ობლაკი მაგარი მეკარეა მაგრამ დეხეა არწავა მგონია თუ ჩემპონთა ლიფ

[quote=GRIEZMANN 7]ობლაკი მაგარი მეკარეა მაგრამ დეხეა არწავა მგონია თუ ჩემპონთა ლიგაზე გავართ და ასეც იქნებაა

ისე მეც დონარუმა მინდა ახალგაზრდაა
0
№7
ავტორი: gache1991
4 აპრილი 2017 12:47
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
umagrrsi mekarea oblaki.magram meechveba dexeas am etapze sad me wasvla undodes.sharshan da sharshan win upro iyo didi ambavi,rac shemtxvevitvarasdros xdeba.rac sheexeba donarumas chemi azrit misi asaki,simagle da agenti upro metad warmoachens mag mekares vidre sinamdvileshia.magaria mara sanderlendis pikfordi chemi azrit aranakleb nichieria tundac.magram zemotchamotvlili mizezebi agenti da simagle ar adzlevs sashvalebas metad gapiarebuli iyos
0
№8
ავტორი: gela-manutd
4 აპრილი 2017 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
არამგონია დეხეა წავიდეს
0
№9
ავტორი: Phil Jones
4 აპრილი 2017 13:21
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს თუ მართლა რეალში წავიდა ამ ყველაფრის მერე, ეხლა რამდენადაც მიყვარს 5ჯერ მეტად შემზიზღდება, ან რა დროს რეალში გადასვლაა აშკარაა რომ პრემიერლიგა ძალებს იკრიბავს და 2-3 წელიწადში უკონკურენციო ლიგა იქნება ევროპაში.
0
№10
ავტორი: shotkin
4 აპრილი 2017 13:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: rene harrison_
ხალხო დონარუნა ჯობია. დე ხეა რომ დაბერდება, რეალს ხო გავუმზადოთ კაი მეკარე? ხტფუი ბლინ ბაიერნ-დორტმუნდია სუფთა

დე ხეა დაბერდება ერთ 10 წელში და ეს 10 წელი იქნება უდონესი და რაღათ გინდა ამეტაპზე მეკარე???? მერე 10 წლის მერე კიდე იქნება მაგის დრო ახალი მეკარის მოსანახად,არაა ეგ პრობლემა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top