ხუან მატას საზარდულის ტრავმა აქვს და გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად ოპერაცია გაიკეთა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ესპანელი ფეხბურთელი მეოდანს კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება.
"ვფიქრობ, მატა დიდხანს იუქმებს. ასეთივე სიტუაციაა ფილ ჯონსისა და კრის სმოლინგის შემთხვევაშიც. რაც შეეხება პოლ პოგბას, არ ვიცი, ოთხშაბათისთვის მზად იქნება თუ არა, თუმცა მას სხვებივით მძიმე ტრავმა არ აქვს", - განაცხადა მოურინიომ.
"ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრის შემდეგ გუნდის ვარჯიშს პოლ პოგბაც შეუერთდა. პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრას "წითელი ეშმაკები" ოთხშაბათს, 4 აპრილს "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავენ, სადაც ანდერ ერერა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდებიან.