"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა და აქტივში მორიგი ფრე ჩაიწერა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოურინიოს გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" ივარჯიშა.
მოგეხსენებათ, ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო "წითელ ეშმაკებს" რამდენიმე ლიდერი დააკლდათ. რამდენიმე მათგანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.
გუნდთან ერთად პოლ პოგბამაც ივარჯიშა, რომელმაც ტრავმა ევროპა ლიგის 1/8 ფინალში, "როსტოვთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო.
რუნი, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა და "ვესტ ბრომვიჩთან" 74-ე წუთზე გამოჩნდა, ასევე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.
ვარჯიშში მონაწილეობას ასევე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ანდერ ერერაც იღებდნენ, რომლებმაც შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.