"მანჩესტერ იუნაიტედის" ტრავმირებულ ფეხბურთელებს ხუან მატაც შეუერთდა. ამჟამად ესპანელთან ერთად კლუბის ლაზარეთში ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, პოლ პოგბა და მარუან ფელაინი იმყოფებიან.
კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ხუან მატას ოპერაცია ჩაუტარდა: "ხუანს ოპერაცია ჩაუტარდა საზარდულზე. შემდგომი განახლებები მოგვიანებით გახდება ცნობილი"
ამრიგად, პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს, რომელიც ხვალ, "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ შედგება,, "იუნაიტედის" შვიდი ფეხბურთელი გამოტოვებს.