თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2017, 00:24
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1912,
კომენტარები: 10
მანჩესტერული კლუბები "ბაიერნის" ფეხბურთელისთვის იბრძვიან
"სიტი" და "იუნაიტედი" ერთმანეთს "ბაიერნის" ფეხბურთელის შესაძენად იბრძოლებენ.
მანჩესტერული კლუბები
Kicker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი მანჩესტერული კლუბი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" "ბაიერნის" ფეხბურთელის, ჯოშუა კიმიხის შესაძენად იბრძოლებენ.

წყაროს ცნობით, ორივე კლუბმა 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე "ბაიერნს" შეთავაზებით უკვე მიმართა და მის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავენ.

მიუნხენის “ბაიერნის” იმედისმომცემი ფეხბურთელი თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ გერმანულ მედიასთან საუბრისას თავად 22 წლის უნივერსალმა მოთამაშემ განაცხადა. კიმიხი იმედს გამოთქვამს, რომ კარლო ანჩელოტი უახლოეს მომავალში მეტი სათამაშო დროს დაუთმობს.

"ამჟამად კმაყოფილი არ ვარ. მინდა, სიტუაცია შეიცვალოს. მწვრთნელმა კარგად იცის, რომ თამაში შემიძლია ნახევარდაცვაში, მარჯვენა მცველად და დაცვის ცენტრში. ასე რომ, მას აქვს რამდენიმე ვარიანტი ჩემთან მიმართებაში. იმედი მაქვს, მომდევნო თამაშებში სიტუაცია შეიცვლება" - განაცხადა კიმიხმა.

გერმანელ ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. კიმიხიმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" მიერ ჩატარებულ 25 შეხვედრაში მხოლოდ 10-ში მოახერხა სატარტო შემადგენლობაში მოხვედრა.

ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
1 აპრილი 2017 00:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ესეც კაი ჭორია :D ყველას მანჩესტერს უკავშირებენ
0
№2
ავტორი: LASHQARA
1 აპრილი 2017 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არაა ეს საჩვენო ფეხბურთელი, ამას რაკიტიჩი მირჩევნია ბევრად, დიდი შანსია კარგი შეთავაზების შემთხვევაში გადმოვიდესlove am
0
№3
ავტორი: kobinio
1 აპრილი 2017 01:28
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
იმდენზე დაიწერა უკვე უნდაო რო ყველა რო დათანხმდეს მამი****მს რეალ მადრიდის ვარსკვლავთცვენა :))))
0
№4
ავტორი: dybbuk
1 აპრილი 2017 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
აი ვაფშე არ გვეკიმიხება ეხა :D შთამბეჭდავ სატრასფერო აქტიურობას ველოდები მანიუს შესრულებით ამ ზაფხულს

P.S. ადმინ პირადში მოგწერე მაგრამ არ გამოიგზავნა, არასწორი უსაფრთხოების კოდიო თუ რაღაც ეგეთი დამიწერა, მოკლედ წარმატებები და მინდა იცოდე რო ნამდვილი მომხმარებლები, რომლებსაც მანჩესტერის მთელი სტრუქტურა გვიყვარს, გუნდიდან დაწყებული და საიტებით დამთავრებული, თქვენს გვერდით გვიგულეთ და მადლობა ყველა გაწეული სამუშაოსთვის რასაც აკეთებთ
1
№5
ავტორი: gela-manutd
1 აპრილი 2017 03:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ბაიერიდან ერთადერთი ვისი მოსვლაც გამიხარდება ლევანდოვსკია
0
№6
ავტორი: ikeoni
1 აპრილი 2017 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Moacilet aqedan imedia choria
0
№7
ავტორი: giorgi kandelakisvili
1 აპრილი 2017 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
პერსპეკტიული ბიჭია
0
№8
ავტორი: ROI
1 აპრილი 2017 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
დავიტანჯე უკვე რააა ვიმე მოიყვანონ სასწრაფო და მერე სხვეზე იომონ
0
№9
ავტორი: gilmour
1 აპრილი 2017 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
130 მილიონი გადადესო უკვეო ნეტაა:))) კიმიხი არა კერხერი
1
№10
ავტორი: MU1810
1 აპრილი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
jackie
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top