თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2017, 00:09
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1527,
კომენტარები: 10
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
გუნდს კაპიტანი დაუბრუნდა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ხვალ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლებს. მატჩის წინ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი დაბრუნებას ჯერ ვერ შეძლებენ და შესაძლოა ინგლისელებს დიდ ხანს მოუწიოთ ლაზარეთში ყოფნა.

"ყველამ იცის, რომ ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე დაშავდნენ, ვფიქრობ, ისინი დიდხანს იუქმებენ." - განაცხადა "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა.

გუნდს უეინ რუნი დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მათ შორის სანაკრებო მატჩებიც. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ანდერ ერერა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოტოვებენ, ტრავმის გამო კი პოლ პოგბა შეხვედრაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, "წითელ ეშმაკებს" ასევე მარუან ფელაინიც დააკლდება. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში ცენტრალური ნახევარმცველებიდან მხოლოდ მაიკლ კერიკია.

პორტუგალიელმა ამხანაგურ შეხვედრებზეც გააკეთა კომენტარი და მათი გაუქმების სურვილი გამოთქვა.

"ამხანაგური მატჩების ჩატარების წინააღმდეგი ვარ. ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან ზაფხულში უნდა ჩატარდეს, როცა სეზონი დასრულებული იქნება. ერთ უბრალო შეხვედრაში შესაძლოა, ფეხბურთელმა ტრავმა მიიღ​ოს და კლუბს ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდეს." - დაასრულა მოურინიომ
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
1 აპრილი 2017 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ახლა ვესტ ბრომს მოუგე და ნელ ნელა გამოსწორდება სიტუაცია,დაცვა მაინც სოლიდურია აი მტავარი დარტყმა მაინც აპორნი ზონაა ერერა და პოგბა ერთად რთულია შეცვალო კერიკი მიყოლებით რამდენ თამაშს შეძლებს არ ვიცი ან რუნის დაწევს აპორნი ზონაში პოგბას ადგილზე და ან ბლინდი უნდა აწიოს ჩემი აზრით
1
№2
ავტორი: dachi_mu
1 აპრილი 2017 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
shemtevebi ase tu ise gvyavs,da swrafi tamashit tu movigebt tore... charbenebbit gaqcevebit
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
1 აპრილი 2017 00:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ შეიძლება ქულების დაკარგვა ახლოსაა უკვე ოთხეული
0
№4
ავტორი: LASHQARA
1 აპრილი 2017 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ყველა თამაშში უნდა დაიხარჯონ ფეხბურთელებიც მწვრთნელიც და გულშემატკივრებიც თუ გვინდა რამეს მიაღწიოს გუნდმა love am
0
№5
ავტორი: shotkin
1 აპრილი 2017 01:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მართალია , რა უაზროდ არის ჩაკვეხებული ამხანაგურები :/ მგონია რო ადრე თუ გვიან გააუქმებენ და სხვა დროს დანისნავენ, ყველას ხალხი აელეწა, ევერტონის ფეხბურთელებს დაატყდათ ფეხები და რავი გუნდი არაა ინგლისიდან სადაც ფეხბურთელი არ დააკლდათ მინიმუმ
0
№6
ავტორი: kobinio
1 აპრილი 2017 01:26
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეღრსა მემგონი ბლინდს როგორციქნა კერიკის გვერდით ადგილი :)))
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
1 აპრილი 2017 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დე ხეა ვალენსია როხო ბაიი დარმიანი ბლინდი კერიკი მხიტარიანი მარსიალი რაშფორდი და რუნი უნდა მოვიგოთ ამ სასტავითაც ეგ თამაშში
0
№8
ავტორი: gela-manutd
1 აპრილი 2017 03:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ნახევარი გუნდი არაა ბლად რა ეხლა გვინდოდა ესეთი ტრანვიანობა და დისკვალიფიკაციები სეზონის მიწურულს თან რა მაჩები გვაქ წინ ევერტონი სიტი ანდერლეხტი ფუ ბლად
1
№9
ავტორი: ikeoni
1 აპრილი 2017 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Seriozuli danaklisii gvaq seriozuliii(((
0
№10
ავტორი: MU1810
1 აპრილი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: giorgisamnidze99
დე ხეა ვალენსია როხო ბაიი დარმიანი ბლინდი კერიკი მხიტარიანი მარსიალი რაშფორდი და რუნი უნდა მოვიგოთ ამ სასტავითაც ეგ თამაშში

მეც მაგ სასტავს ვფიქრობ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top