"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" სანაკრებო პაუზა ტრავმებით დასრულდა. ფილ ჯონსს ახლა უკვე კრის სმოლინგიც შეუერთდა.
გუნდი "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრას ორი ტრავმირებული ცენტრალური მცველით ხვდება.
როგორც ცნობილია, ინგლისის ნაკრების 27 წლის მცველმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო. ამის გამო სმოლინგმა ნაკრების ბოლო შეხვედრა გამოტოვა. ტრავმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია
ამ დროისთვის მოურინიოს მხოლოდ 3 ცენტრალური მცველი ჰყავს მწყობრში. ერიკ ბაიიმ სენეგალთან ამხანაგურ შეხვედრაში სასტარტოში დაიწყო, მარკოს როხომ ბოლივიასთან გამართული შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო რაც შეეხება აქსელ ტუანზებეს, მან ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების შეხვედრაში შაბათს ითამაშა.