როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიო ზაგრებში ხორვატიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პორტუგალიელი ინტერის ორ ფეხბურთელს, ივან პერისიჩსა და მარსელო ბროზოვიჩს აკვირდებოდა.
ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედის" სამიზნემ, ტიემუ ბაკაიოკომ ლონდონის "ჩელსისთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. ამიტომაც მანჩესტერული კლუბი მზადაა პერისიჩთან ერთად ბროზოვიჩიც შეიძინოს და მის სანაცვლოდ "ინტერს" 40 მილიონი ვერო შესთავაზოს.
24 წლის ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ხორვატის ანგარიშზე 22 შეხვედრა, 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.