თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2017, 15:30
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3041,
კომენტარები: 17
მოურინიო ზაგრებშია
ჟოზე მოურინიომ სატრანსფერო სამიზნის აგენტთან შეხვედრა მოაწყო
მოურინიო ზაგრებშია
Manchester Evening News-ის ცნობით, ჟოზე მოურინიო ზაგრებშია და ის "ინტერის" ფეხბურთელის, ივან პერისიჩის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევას ეცდება.

28 წლის ხორვატიელი ვინგერი ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და პარასკევის მატჩისთვის ემზადება, სადაც მისი გუნდი უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მედიის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა ფეხბურთელის აგენტთან, პრედრაგ მიატოვიჩთან მოაწყო შეხვედრა. "წითლების" მენეჯერი დიდი ხანია ინტერესდება ხორვატი ფეხბურთელით, რომელსაც გარდა ვინგერის პოზიციისა, შემტევ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში.

მოურინიო ხორვატიის დედაქალაქში აგენტთან შეხვედრისას დააფიქსირეს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ, სეირნობისას, ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა "ქალაქში სეირნობისას კომპანიონობისთვის". გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედი" პერისიჩის შეძენას 30 მილიონ ფუნტად ეცდება.

მოურინიო ზაგრებშია


წყარო: MEN
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
17 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
25 მარტი 2017 15:37
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პერიშიჩი კაი ბიჭია, თან 30 მილონიც კაი ფასია.
0
№2
ავტორი: shotkin
25 მარტი 2017 15:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კარგი ფეხბურთელია ძაან მომეწონს მაგრამ რამდენად შეესაბამება ჩვენ დონეს არვიცი, ეხლა ისეთ სტადიაში ვართ რო ბარემ ყიდვაა და უმაღლესი კლასი გვჭირდება და პერისიჩი უმაღლესი კლასი არარის თან უფრო პატარა როიყოს კიდე ხო მაგრამ 28 წლის კაცი მეტწილად უკვე ჩამოყალიბებულია და დიდად აღარ ვითარდება და რავი :/ ჯობია მაინც ალბათ გრიზმანის დონე ხალხი დაიდოს
0
№3
ავტორი: giorgi kandelakisvili
25 მარტი 2017 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მე პირადა პერისიჩი ძაან მომწონს საუკეტესო ცვლილებააა
1
№4
ავტორი: ROI
25 მარტი 2017 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ვაამოუ ტვიტონ მოდზრაობს:D
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
25 მარტი 2017 16:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა ვნახოთ wink
0
№6
ავტორი: Mike
25 მარტი 2017 16:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
პერიშიჩი აი ძაან სისულელეა , მესმის სტატია შეგხვდათ და დაწერეთ ბაზარი არაა მესმის , უბრალოდ ძაან უაზრობაა. მაურინიო შეხვდა ბრაზოვიჩის თუ ბროზოვიჩის (რომელიცაა, იტოკში ინტერში როა 77 ნომერი) აგენტს , რომელიც არის ცენტრალური ნახევარმცველი, 24 წლის და სავარაუდოდ ამ ზაფხულს დაიმატებენ კიდეც
1
№7
ავტორი: MEMPHIS 7
25 მარტი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ცუდი არაა მაგრამ ვის ამოაგდებს მარსიალს
0
№8
ავტორი: kantona-7
25 მარტი 2017 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არამგონია მოუმ პერისიჩი იყიდოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
ავტორი: LASHQARA
25 მარტი 2017 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არაა ძმაო არანაირად ცუდი ფეხბურთელი მაგრამ ლუკაკუ გაასწორებს მაგრად ან ბელოტი ორივე ახალგაზრდაა და შორს ჭვრეტაა უფროო love am
1
№10
ავტორი: reddevil12
25 მარტი 2017 17:42
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ზაფხულში გვჭირდება თავდამსხმელი, ზლატანს რა მოუვლის თავში და სად გადავა არავინ არ იცის. ლუკაკუ ან ობამეიანგი სავსებით რეალურია თუ კარგად გადაიხდიან.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top