თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2017, 18:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2430,
კომენტარები: 20
მოურინიო: "რეშფორდიც მალე დაიწყებს გოლების გატანას"
მოურინიო ახალგაზრდა ფეხბურთელის მშრალ სერიაზე არ სწუხს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მარკუს რეშფორდი გოლების გატანას მალე დაიწტყებსა.

ინგლისელი თავდამსხმელი "იუნაიტედის" შეტევებს უძღოდა "მიდლსბროსთან" მატჩში და მასპინძლებს ბევრ პრობლემას უქმნიდა თავისი სისწრაფისა და მოძრაობის ხარჯზე. თუმცა, მას პირველ ტაიმში ორჯერ აჯობა მეკარე ვიქტორ ვალდესმა.

მიუხედავად უგოლო მატჩისა, თინეიჯერმა ფეხბურთელმა მწვრთნელისგან ქება დაიმსახურა.

"მარკუსი ზლატანისგან სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია. მის თამაშსა და უნარებთან შეგუება მოგვიწევს. რეშფორდს გოლის გატანა უჭირს, მართლაც რთულია მისთვის, მაგრამ ტოპ-კლასის მოძრაობები აქვს.

მისი სათამაშო დინამიკა არავის აქვს. ძალიან ჭკვიანი და მწვავეა. პირველი შეხებით ბურთის საუკეთესო პოზიციაში გადატანა და შეტევაში წასვლა შეუძლია. ჩემი აზრით, მან ფენომენალურად ითამაშა.

გოლებს გაიტანს, პრობლემა არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავს ზლატანი, არ გვყავს პოლ პოგბა და არ გვყავდა ჰენრიხ მხითარიანი. ამ ხალხს ბურთი სურს, მათ თამაშის კონტროლი უყვართ. ასე რომ, განსხვავებულად ვთამაშობდით და მეტოქეს უფრო მეტად დავუთმეთ ბურთი, ჩვენი ხაზი ოდნავ უკან დავწიეთ და გაჩენილ სივრცეებში შევუტიეთ",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
20 მარტი 2017 18:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მართლა დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს და იმედია განვითარებას არ შეწზვეტს.
0
№2
ავტორი: Ashley Young
20 მარტი 2017 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
შენ ხელში რეშფორდი კი არა დიდი რონალდოც ჩაისვრიდა მოუ:-) შენი განსაკუთრებული...
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 მარტი 2017 18:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა უფრო მწვავედ უნდა წავიდეს ხოლმე, რიგ მომენტებში ძაან პასიურობს, გუშინ ერთი მაინც უნდა გაეტანა
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
20 მარტი 2017 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Ashley Young
შენ ხელში რეშფორდი კი არა დიდი რონალდოც ჩაისვრიდა მოუ:-) შენი განსაკუთრებული...

რა დღეში ხარ შეენნნნ ჰაააა ?
0
№5
ავტორი: Mixito
20 მარტი 2017 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: Ashley Young
შენ ხელში რეშფორდი კი არა დიდი რონალდოც ჩაისვრიდა მოუ:-) შენი განსაკუთრებული...

ეგ ალბათ ხუმრობით თორე პირიქით ამის ხელში როხომ ფელაინმა და ლინგარდმა ათამაშდენ
0
№6
ავტორი: ROI
20 მარტი 2017 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
იმედიაა კარგი ბიცჰია:*
0
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
20 მარტი 2017 19:33
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: Ashley Young
შენ ხელში რეშფორდი კი არა დიდი რონალდოც ჩაისვრიდა მოუ:-) შენი განსაკუთრებული...

რა დღეში ხარ შეენნნნ ჰაააა ?

რას ერჩი? რა ფეხბურთელიც მოწონს,ის გემოვნება აქვს :)
5
№8
ავტორი: ikeoni
20 მარტი 2017 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ძალიან მაგარი გვყავს და დარწმუნებული ვარ ასაკთან ერთად გოლებიც მოვა love
0
№9
ავტორი: gela-manutd
20 მარტი 2017 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
დაიწყებს ეშფორდას იმედი მაქ
0
№10
ავტორი: nugo-nugo
20 მარტი 2017 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
დიდი მომავალი აქვს რაშფორდს,ჯერ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს,მაგრამ მე მასში ჯერჯერობით ერთი რამ არ მომწონს,ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე ხშირ შემთვევაში.მაგრამ დროდადრო უკეთესი გახდება,მტავარია პროგრესი განაგრძოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top