მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 19 მარტს ჩატარებულ მატჩში, რომელიც "მიდლსბროს" წინააღმდეგ გამართა, ანგარიშით 1-3 იმარჯვა და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა. ეს გამარჯვება "იუნაიტედისთვის" განსაკუთრებული გამოდგა, ვინაიდან ეს გამარჯვება გახლდათ რიგით 600-ე პრემიერ ლიგაში.
გთავაზობთ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტის მიერ მომზადებულ საინტერესო სტატისტიკას:
გამარჯვებები სახლში და გასვლაზე: სახლში გამარჯვება - 346 სტუმრად გამარჯვება - 254
ტოპ 5 გუნდი რომელსაც "იუნაიტედი" ყველაზე ხშირად ამარცხებს: 1) ასტონ ვილა - 34 2) ევერტონი - 33 3) ტოტენჰემი - 32 4) ლივერპული - 27 5) ვესტ ჰემ იუნაიტედი - 26
მწვრთნელების სტატისტიკა: 1) სერ ალექს ფერგიუსონი - 528 გამარჯვება (ჩატარებული 810-ი შეხვედრიდან) 2) ლუის ვან გაალი - 39 გამარჯვება (ჩატარებული 76-ი შეხვედრიდან) 3) დევიდ მოიესი - 17 გამარჯვება (ჩატარებული 34-ი შეხვედრიდან) 4) ჟოზე მოურინიო - 14 გამარჯვება (ჩატარებული 27 შეხვედრიდან) 5) რაიან გიგზი - 2 გამარჯვება (ჩატარებული 4 შეხვედრიდან)
ტოპ 5 ყველაზე ხშირი ანგარიში, რომლითაც მატჩი დამთავრდა: 1) 1-0 გამარჯვება - 118 2) 2-0 გამარჯვება - 111 3) 2-1 გამარჯვება - 93 4) 3-0 გამარჯვება - 63 5) 3-1 გამარჯვება - 56
ტოპ 3 ბომბარდირი პრემიერ ლიგის შეხვედრებში, რომლებიც გამარჯვებით დასრულდა: 1) უეინ რუნი - 163 გოლი 2) რაიან გიგზი - 92 გოლი 3) პოლ სქოულზი - 90 გოლი