ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ევროპა ლიგის მოგებას აპირებს და არა მარტო იმის გამო, რომ მშობლიურ შვედეთში ტიტულის აღმართვის შანსი ეძლევა, არამედ იმიტომ, რომ მთლიანად ტურნირზე გავლენის მოხდენა სურს.
თავდამსხმელმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა "როსტოვთან" დაპირისპირებაში, რომლის წინააღმდეგ ჩატარებულ ორ მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. შედეგად, "იუნაიტედი" მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება. "როცა ევროპა ლიგაზე ხარ, არაფერს იშურებ და ყველა მატჩის მოგება გსურს, რომელშიც თამაშობ. ჯერ კიდევ ორ ტურნირზე ვასპარეზობთ და ორივეთ მოგება გვინდა; ეს არის მიზანი, ეს არის მენტალიტეტი და ამისთვის ბევრს ვშრომობთ."
"როსტოვმა" "იუნაიტედს" კარგი გამოწვევა შესთავაზა "ოლდ ტრაფორდზე" ნაჩვენები დაცვითი თამაშით, რის გამოც შვედმა რუსული გუნდი შეაქო.
"ადვილი არ იყო, ბევრი დამცველით იცავდნენ თავს და კარგადაც გამოსდიოდათ. მოთმინება გამოვიჩინეთ და შანსების შექმნა ვცადეთ, მხოლოდ შესაძლებლობას ველოდით. მნიშვნელოვანი მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო, რაც მოვახერხეთ და რაც მაბედნიერებს".
იბრაჰიმოვიჩმა ოთხი გოლი გაიტანა - მათ შორის შორეული დარტყმა - "ანდერლეხტის" წინააღმდეგ, როცა მისი "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ანდერლეხტს" შეხვდა და 2013 წლის ოქტომბერში 5-0 დაამარცხა.
პარასკევს ჩატარებულ კენჭისყრამდე 35 წლის ფორვარდმა განაცხადა: "ვინც არ უნდა შეგვხვდეს კენჭისყრის შედეგად, ადვილი არ იქნება, რადგან ყველა გუნდი ძლიერია. სვლა უნდა განაგრძო, რწმენა არ უნდა დაკარგო და მხოლოდ უნდა სცადო, სცადო, სცადო. როცა შესაძლებლობას იღებ, მასზე უნდა გაამხვილო ყურადღება".
"იუნაიტედის" კი თავის ყურადღებას ახლა პრემიერ ლიგაზე გაამახვილებს, სადაც "მიდლსბროს" ეთამაშება და მიუხედავად იმისა, რომ ზლატანი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, შვედს იმედი აქვს, რომ ევროპაში მიღწეული წარმატება გუნდს მუხტს მისცემს.
"მხოლოდ პრემიერ ლიგა და ევროპა ლიგა შემოგვრჩა. ევროპა ლიგიდან გავარდნა კარგი არ იქნება, რადგან შემდეგ პრემიერ ლიგა აღარ იქნება ამაღელვებელი".