თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2602,
კომენტარები: 13
ზლატანი: "ევროპა ლიგის მოგება გვინდა"
იბრაჰიმოვიჩი სამშობლოში ტურნირის მოგებას აპირებს.
ზლატანი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ევროპა ლიგის მოგებას აპირებს და არა მარტო იმის გამო, რომ მშობლიურ შვედეთში ტიტულის აღმართვის შანსი ეძლევა, არამედ იმიტომ, რომ მთლიანად ტურნირზე გავლენის მოხდენა სურს.

თავდამსხმელმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა "როსტოვთან" დაპირისპირებაში, რომლის წინააღმდეგ ჩატარებულ ორ მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. შედეგად, "იუნაიტედი" მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება.

"როცა ევროპა ლიგაზე ხარ, არაფერს იშურებ და ყველა მატჩის მოგება გსურს, რომელშიც თამაშობ. ჯერ კიდევ ორ ტურნირზე ვასპარეზობთ და ორივეთ მოგება გვინდა; ეს არის მიზანი, ეს არის მენტალიტეტი და ამისთვის ბევრს ვშრომობთ."


"როსტოვმა" "იუნაიტედს" კარგი გამოწვევა შესთავაზა "ოლდ ტრაფორდზე" ნაჩვენები დაცვითი თამაშით, რის გამოც შვედმა რუსული გუნდი შეაქო.

"ადვილი არ იყო, ბევრი დამცველით იცავდნენ თავს და კარგადაც გამოსდიოდათ. მოთმინება გამოვიჩინეთ და შანსების შექმნა ვცადეთ, მხოლოდ შესაძლებლობას ველოდით. მნიშვნელოვანი მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო, რაც მოვახერხეთ და რაც მაბედნიერებს".

იბრაჰიმოვიჩმა ოთხი გოლი გაიტანა - მათ შორის შორეული დარტყმა - "ანდერლეხტის" წინააღმდეგ, როცა მისი "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ანდერლეხტს" შეხვდა და 2013 წლის ოქტომბერში 5-0 დაამარცხა.

პარასკევს ჩატარებულ კენჭისყრამდე 35 წლის ფორვარდმა განაცხადა: "ვინც არ უნდა შეგვხვდეს კენჭისყრის შედეგად, ადვილი არ იქნება, რადგან ყველა გუნდი ძლიერია. სვლა უნდა განაგრძო, რწმენა არ უნდა დაკარგო და მხოლოდ უნდა სცადო, სცადო, სცადო. როცა შესაძლებლობას იღებ, მასზე უნდა გაამხვილო ყურადღება".

"იუნაიტედის" კი თავის ყურადღებას ახლა პრემიერ ლიგაზე გაამახვილებს, სადაც "მიდლსბროს" ეთამაშება და მიუხედავად იმისა, რომ ზლატანი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, შვედს იმედი აქვს, რომ ევროპაში მიღწეული წარმატება გუნდს მუხტს მისცემს.

"მხოლოდ პრემიერ ლიგა და ევროპა ლიგა შემოგვრჩა. ევროპა ლიგიდან გავარდნა კარგი არ იქნება, რადგან შემდეგ პრემიერ ლიგა აღარ იქნება ამაღელვებელი".


ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 მარტი 2017 11:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ხვალ ქულების დაკარგვა უკვე ძაან მიზერულ შანსებს ტოვებს ოთხეულში შესვლის, ევროპა ლიგაზე კი მივიწევთ წინ ასე თუ ისე მარა გარანტია არაგვაქ რო უეჭველი მოვიგებთ აგ ტურნირს ამიტო პრემიერ ლიგაში უნდა ეცადონ რო მაქსიმალურად დააგროვონ ქულები
0
№2
ავტორი: ikeoni
18 მარტი 2017 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Midi bebero aucileblad unda movigot ❤️
0
№3
ავტორი: Mixito
18 მარტი 2017 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
მოვიგებთ სა წავა
0
№4
ავტორი: shotkin
18 მარტი 2017 12:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მაგრად გამისწირდება თუ მოვიგებთ და ორმაგად გამისწორდება თუ 4 ეულშიც შევალთ პახოდუ მარა ცაკლე ღადაობა იქნება 4 ე დან ლივერპული ან არსენალი რო ამოვაგდოთ ევროპა ლიგის მოგებით :))) პრინციპში მე ლიონი მინდა ანდერლეხტის მერე მაგათი გაგდება 2 მატჩიანში უფრო ადვილია ვიდრე ერთი საღამოს ფინალით, მაინც ფინალია + შეიზლება ყვითლებით რომელიმე დაგვაკლდეს წამყვანი იგროკი ან სხვა მიზეზით და ერთი თამაშისთვის მაინც ძლიერი მეტოქეები არიან და იმედია ნახევარფინალში დავეჯახებით და 2 მატჩის ჯამში დავუპირისპირდებით და მერე ვინცარუნდა იყოს ფინალში საერთოდ კანფეტ
0
№5
ავტორი: Iunaitedi
18 მარტი 2017 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Gamarjobat. Didixania aq agar shemovsulvar... Ratqmaunda liontan ertad favoritebivart. Imedia movigebt tu gvinda ligaze tamashi chemiazrit ptemierligas cota chamovshordet da mteliyuradgeba evropaze gafavitanot.
0
№6
ავტორი: MU2016
18 მარტი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
tu gvinda ligaze tamashi chemiazrit ptemierligas cota chamovshordet da mteliyuradgeba evropaze gafavitanot.[/quote]


mase moiqca sharshan liverpooli da ki vnaxet rogorc daamtavra, orivegan chaisvara. maqsimums unda vecadot da aucileblad ragac gamova. ratomgac mjera rom orivegan warmatebit daasruleben.
0
№7
ავტორი: Iunaitedi
18 მარტი 2017 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
[quote=MU2016]tu gvinda ligaze tamashi chemiazrit ptemierligas cota chamovshordet da mteliyuradgeba evropaze gafavitanot.[/quote]


mase moiqca sharshan liverpooli da ki vnaxet rogorc daamtavra, orivegan chaisvara. maqsimums unda vecadot da aucileblad ragac gamova. ratomgac mjera rom orivegan warmatebit daasruleben.[/quote]
Jer ki gvaqvs dro ro premierligas mivxedot sanam daiwyeba evropa.
0
№8
ავტორი: nugo-nugo
18 მარტი 2017 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
უნდა მოვიგოთ აიცილებლად,მთავარი მეტოქე ლიონი ბეშიქთაშში გამარჯვებული იქნება,
0
№9
ავტორი: captain shrek10
18 მარტი 2017 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
როჟა არის ცხოველი ჯერ იმიტომ რომ თითქმის ყველა თამაშში გოლი გააქვს მერე მეორე რომ ტრანვას ალბათ 50-ში ერთხელ იღებს wink
1
№10
ავტორი: gela-manutd
18 მარტი 2017 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ხვალ ძაან გაგვიჭირდება მარა როგორმე უნდა მოვიგოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top