უეფას ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ევროპის ლიგის ტურის სიბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც "იუნაიტედის" სამი ფეხბურთელი, სერხიო რომერო, ანტონიო ვალენსია და ხუან მატა მოხვდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" როსტოვი მიიღო. შეხვედრაში თავი ხუან მატამ გამოიჩინა, რომლის გოლიც ერთადერთი და გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩის საუკეთესოდ სერხიო რომერო დასახელდა, რომელმაც რამდენიმე კარგი სეივით დაგვამახსოვრა თავი.