საფეხბურთო ასოციაციამ სამშაბათს, ლონდონის დროით 17 საათზე შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:
"მანჩესტერ იუნაიტედს" თავის ფეხბურთელებზე კონტროლის დაკარგვაში ედება ბრალი.
ეს ბრალდება გუშინ (ორშაბათს, 13 მარტს, 2017 წელს) "სტემფორდ ბრიჯზე" ინგლისის თასის მეოთხედფინალში "ჩელსისთან" მატჩის 35-ე წუთიდან მოყოლებულ ინციდენტებს ეფუძნება.
კლუბს პარასკევს, 2017 წლის 17 მარტის საღამოს 6 საათამდე აქვს ბრალდებაზე პასუხის გაცემის უფლება".