"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში პოლ პოგბა მოედანზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო.
უფრო ფართო დაკვირვებით კი, რასაც სტატისტიკა ადასტურებს, ფრანგმა ფეხბურთელმა ღირებული ვერაფერი გააკეთა და მატჩის ძირითადი ნაწილი "ჩელსის" ნახევარდაცვასთან გამკლავებაში გაატარა, რაც არც ისე წარმატებულად გამოსდიოდა.
თუმცა, მოურინიო არ ითვალისწინებს ყოველი მაჩვენებელს და თავის აზრს გამოთქვამს "იუნაიტედის" ფეხბურთელის შესახებ.
"პოზიტიურად უნდა შევხედოთ, ფეხბურთელებმა ფენომენალურად ითამაშეს, მაგრამ ერთს გამოვყოფდი, რადგან სპეციალისტების ყურადღება სწორედ მასზე ჩერდება, რადგან, მათ დროს ისინი 10 პროცენტსაც კი ვერ იღებდნენ იმ თანხისა, რასაც ის იღებს.
ალბათ, შურის ბრალია. ჩემთვის პოლ პოგბა მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მოედნის გიგანტი იყო. მის შემდეგ კი ყველა ჩემი ბიჭი იყო ფანტასტიკური", - განაცხადა მოურინიომ.