"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ჩელსის" გულშემატკივრებს შეახსენა, რომ მათ საყვარელ გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა ოთხჯერ აქვს მოგებული და ამ ნიშნით იგი "ჩელსის" ისტორიაში ერთადერთია.
ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "სტემფორდ ბრიჯზე" "წითლებსა" და "ლურჯებს" გამართული შეხვედრის დროს ლონდონელთა ფანების მცირე სექტორმა მოურინიოს იუდა უწოდეს, რაზეც პორტუგალიელმა შესანიშნავი პასუხი გასცა:
"რაც უნდათ, ის მიწოდონ. მე პროფესიონალი ვარ და ჩემს კლუბს ვიცავ. ამჟამად მათ ისტორიაში არის მწვრთნელი, რომელმაც პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგო, მე პირველი ასეთი მწვრთნელი ვარ. როცა მათი გუნდით კიდევ ვინმე მოიგებს პრემიერ ლიგას ოთხჯერ, მე მეორე ვიქნები. მაგრამ ამჟამად იუდა ნომერ პირველია", - განაცხადა მოურინიომ.