დღეს ღამით, 23:45 საათზე ფეხბურთის გულშემატკივარს ნამდვილი ზეიმი ელის. ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს ლონდონის „ჩელსი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" შეხვდებიან. პირდაპირი რეპორტაჟი ექსკლუზიურად Setanta Sports Plus-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
„სტემფორდ ბრიჯზე" გასამართ ერთმატჩიან დაპირისპირებას დიმა ობოლაძე გაუძღვება. არ გამოტოვოთ ეს საღამო და აუცილებლად ჩაუჯექით ფეხბურთს Setanta Sports Plus-ზე.
გარდა დღევანდელი მატჩისა, მომდევნო უიქენდზე Setanta Georgia არა ერთი საინტერესო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ - „ტორინო" – „ინტერი", „სამპდორია" – „იუვენტუსი", „პსჟ" – „ლიონი", „მილანი" – „ჯენოა", „ემპოლი" – „ნაპოლი", „გლადბახი" – „ბაიერნი". ასე რომ, მომავალი შაბათი-კვირა შეგიძლიათ საფეხბურთოდ დაგეგმოთ საუკეთესო ქართველ კომენტატორებთან ერთად!