თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2008,
კომენტარები: 8
U18: "იუნაიტედი" - "ლივერპული"
18-წლამდელთა გუნდის მორიგი მატჩის მიმოხილვა.
U18:
18-წლამდელთა პრემიერ ლიგა / "ჯეი დევიდსონ სტედიუმი" / გოლები: ბარლოუ 79, 85; მაკოლი 21, ლონსტეფი 90 /

შეხვედრის მიწურულს ეიდენ ბარლოუს მიერ გატანილი ორი გოლის შემდეგ იფიქრებდით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" 18-წლამდელთა პრემიერ ლიგის კამპანიას გამარჯვებით დაიწყებდა, მაგრამ კირენ მაკკენის გუნდს 10-კაციანმა "ლივერპულმა" ბოლო წუთებზე გაუთანაბრა ანგარიში.

პარასკევ საღამოს ჩატარებული შეხვედრა მიმდინარე სეზონში უკვე მესამე დაპირისპირებაა "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის ამავე ასაკობრივ დონეზე, ჩემპიონატის წინა მატჩები კი უფრო სანახაობრივი გამოდგა. "მერსისაიდელებმა" სეზონის პირველ კვირებში "ჯეი დევიდსონ სტედიუმზე" ჩატარებული მატჩი 2-1 მოიგეს, ამის შემდეგ "ლივერპულის" სავარჯიშო კომპლექსზე გამართულ შეხვედრაში კი მეტოქეებმა 6 გოლი გაიტანეს და ქულები გაიყვეს.

სეზონის ორი საუკეთესო გუნდის შეხვედრა ამჯერადაც ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ორივე გუნდი ანგარიშის გახსნას ესწრაფვოდა, რამაც მატჩი თავიდანვე სანახაობრივი გახადა.

გასულ კვირაში მოედნის საფარი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იმ წვიმასთან შედარებით, რაც "ჯეი დევიდსონ სტედიუმს" დაატყდა თავს, საფარი ზღაპრულად გამოიყურებოდა. ხოლო, თუ როგორ წარიმართა მატჩი, შეგიძლიათ ვიდეოს საშუალებით იხილოთ.

ვიდეოები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2017 12:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოკლედ პირველი გუნდიდან დაწყებული აკადემიით დამთავრებული ყველა ცუდ შედეგებს დებს, რეზერვები საერთოდ სად არიან :/
0
№2
ავტორი: giorgi_mg
13 მარტი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რაიყო რომანტიკას აჩვევენ თუ რა არის აუნთონ შუქი ან დღე ათამაშონ wink
0
№3
ავტორი: dybbuk
13 მარტი 2017 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
7 ნომერი ვინაა, რა მაგრად გავს რონალდოს
0
№4
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2017 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Dzalian cudii ((
0
№5
ავტორი: gela-manutd
13 მარტი 2017 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
სუქი არ აქვთ ტუ კალაძემ ჩაუჭრათ
0
№6
ავტორი: Phil Jones
13 მარტი 2017 17:30
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ძალიან მომეწონა ის რომ აქედანვე ეტყობათ ერთმანეთი რომ არ უყვართ ))
0
№7
ავტორი: stepno
13 მარტი 2017 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არადა ლივერპულთან მოგება ყოველთვის მიხაარია რომელმა გუნდმაც არ უნდა მოუგოოს ტეხავს რო გაუთანაბრეს
0
№8
ავტორი: nugo-nugo
13 მარტი 2017 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
აუ მეორე რა გოლი გაიტანა 14 ნომერი იყო მგონი.საღოლ მაგარი შეუსრულა am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top