"მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსისთან" "სტემფორდ ბრიჯზე" ამ სეზონში მატჩს მეორეჯერ გამართავს. ჟოზეს გუნდმა პირველ დაპირისპირებაში "ჩელსის" მოედანზე გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 წააგო.
"იუნაიტედის" მწვრთნელი მზად არის შური იძიოს იმ წაგებული მატჩის გამო. მეტოქეები ამჯერად FA Cup-ზე გაარკვევენ პირველობას, თუმცა ყოფილი "ლურჯი" მწვრთნელი ამ მატჩში ვერ გამოიყენებს შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ამიტომ სხვა ტაქტიკით არის საჭირო თამაში.
პსჟ-ს ყოფილი ვარსკვლავი მინგზთან ინციდენტის გამო დისკვალიფიცირებულია.
ექეპერტების მის ალტერნატივას მარკუს რეშფორდის ცენტრ-ფორვარდობაში ხედავენ. რაც შეეხება კაპიტან უეინ რუნის, ის მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
მარსიალი, მხითარიანი და მატა შეტევის ორგანიზებას მიხედავენ და მარკუსს დაეხმარებიან. რაც შეეეხება პოგბას და ერერას, ისინი იმ ტრიოს ქვემოთ იქნებიან განლაგებულნი.
ხოლო დაცვის ცენტრში ბაიი და სმოლინგი იმოქმედებენ, მარცხნიდან და მარჯვნიდან კი როხო და ვალენსია. ტაქტიკა კი 4-2-3-1 იქნება.