"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ მისი გუნდის პოტენციალსა და "ოლდ ტრაფორდზე" არსებულ მოლოდინს შორის რთულად გასადები ხიდია.
მოურინიომ ინგლისის 20-გზის ჩემპიონები ლუი ვან გაალის შემდეგ გასულ ზაფხულს ჩაიბარა.
დევიდ მოიესისა და ვან გაალის პერიოდმა, მიუხედავად ინგლისის თასის მოგებისა, სერ ალექს ფერგიუსონის დიდებული ეპოქის შემდეგ საოცარი დაღმასვლა ასახა.
"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში უკვე მოიგო ერთი ტიტული ლიგის თასის ფინალში "საუთჰემპტონის" დამარცხების შედეგად და ევროპა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელებით გუნდი ორშაბათს ინგლისის თასის მეოთხედფინალში "ჩელსის" დაუპირისპირდება.
ამასთან, გუნდი პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილზე იკავებს და ლიდერ "ჩელსის" საგრძნობლად ჩამორჩება, რის საფუძველზეც მოურინიოს მიაჩნია, რომ საქმე ჯერ არ დასრულებულა.
"მე ბევრს ვშრომობ, მაგრამ სწორედ ბევრი შრომა მომწონს. მიყვარს ეს კლუბი. ყველასთან იმდენად კარგი ურთიერთობა მაქვს დამყარებული, რომ ასე მგონია, აქ გაცილებით დიდი ხანია ვიმყოფები, ვიდრე სინამდვილეში.
რთული ნაწილი კლუბის ისტორიიდან გამომდინარე მოლოდინია. ცოტათი მეც ვარ ამაში დამნაშავე, რადგან ყველა კლუბში მოვიგე ტიტულები.
ჩვენს ჭეშმარიტ შესაძლებლობასა და მოლოდინს შორის დიდი სივრცეა და ეს სივრცე ყველაზე რთული რამ არის.
ტიტულის მოგებით ბედნიერები ვართ, ტიტული ყოველთვის მნიშვნელოვანია. რეალობა ის არის, რომ ინგლისის ბევრი კლუბი დაასრულებს სეზონს ტიტულის გარეშე, ჩვენ კი ლიგის თასი და ქომუნითი შილდი მოვიგეთ.
ინგლისის თასის მეოთხედფინალში ვართ და ყველაფრისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ლიგის თასი საკმარისი არ არის, რომ ვთქვათ, სეზონის თებერვალში დამთავრდაო", - განაცხადა მოურინიომ.