"ჩელსის" მწვრთნელი ფიქრობს, რომ ფრანგების ერთმანეთთან შედარება არ ღირს.
ანტონიო კონტე არ აპირებს ნ'გოლო კანტესა და პოლ პოგბას ერთმანეთთან შედარებას, რადგანაც მიაჩნია, რომ ისინი განსხვავებული მოთამაშეები არიან.
"ჩელსიმ" კანტე ზაფხულში 32 მილიონ ფუნტად შეიძინა "ლესტერ სიტიდან", ხოლო მისმა ფრანგმა თანაგუნდელმა პოგბამ, რომელიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა, "იუვენტუსი" 89 მილიონ ფუნტად დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.
"ლურჯების" მთავარ მწვრთნელს პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე სთხოვეს, თავისი ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელი შეედარებინა, მაგრამ ამის გაკეთება არ ისურვა, რადგანაც მათი განსხვავებულობიდან გამომდინარე უჭირს თქვას, ვინ არის უკეთესო მოთამაშე.
"ორი განსხვავებული ხასიათის მქონე განსხვავებული ფეხბურთელები არიან. პოლთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობება წარსულში მრავალი წლის განმავლობაში მქონდა. ჩვენ ტოპ-მოთამაშეზე ვსაუბრობთ - ტოპ-მოთამაშეზე ნებისმიერ სიტუაციაში, ვარჯიშისადმი მისი მიდგომის თვალსაზრისითაც კი.
ყოველთვის ცდილობს თავისი თავის გაუმჯობესებას, კარგი ტექნია აქვს, ფიზიკურად ძლიერია და დიდებული აღნაგობა აქვს. ტოპ, ტოპ მოთმაშეზე ვსაუბრობთ"."მანჩესტერ იუნაიტედი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე ითამაშებს "ჩელსისთან" მატჩს, რადგანაც შვებს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.
საუკეთესო ბომბარდირის არყოფნაში შესაძლოა, პოგბას მოუხდეს ლიდერის ფუნქციის შეთავსება გუნდის გაძღოლა, მაგრამ კოტე ფრანგისთვის განსაკუთრებულ გეგმებს არ აწყობს.
"ჩვენ სწორი გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობთ მთელი გუნდის წინააღმდეგ და არა მხოლოდ პოლ პოგბას. იგივე იყო "ვესტ ჰემთან" მატჩში, სადაც ენდი კეროლის წინააღმდეგ ვთამაშობდით და მისი შეჩერების შესახებ გვკითხეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედს" შევისწავლით და სწორი გადაწყვეტილების მიღებას ვეცდებით. პოლი მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია და მას ყურადღება უნდა მივაქციოთ, მითუმეტეს, როცა საჯარიმოშია. მაგრამ ჩვენ მთელ "მანჩესტერ იუნაიტედზე" უნდა ვიფიქროთ. ძალიან ძლიერები არიან".წყარო:
goal.com