თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2013, 18:35
ავტორი: Esi,
ნანახია: 1850,
კომენტარები: 10
ევანსი დაცვის დუეტზე საუბრობს
"ვამაყობ რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის დუეტით"
ევანსი დაცვის დუეტზე საუბრობს
ბოლო ორი შეხვედრაა უკვე,როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის დაცვაში რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის წყვილი,რომ გვევლინება.ჯონი ევანსს კი ტრავმა აწუხებს და სწორედ ამიტომაც რამდენიმე თამაში გაუცდა,მაგრამ როგორც ჩანს ის ფულჰენთან "FA CUP-ის" მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუბრუნდება თავის კლუბს და შესაძლოა ძირითად შემადგენლობაშიც კი ვიხილოთ.

ევანსი ბედნიერია,რომ ეძლევა შანსი ითამაშოს მანჩესტერ იუნაიტედის სასტარტო შემადგენლობაში,მიუხედავად იმისა,რომ კლუბს ისეთი მცველები ჰყავს,როგორებიც ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი არიან.

"როდესაც პირველად გადმოვედი პირველ გუნდში რიო და ვიდიჩი საუცხოო ფორმაში იყვნენ"-განუცხადა ჩრდილო-ირლანდიელმა Manchester Evening News

"მათ შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში,როდესაც მე გადმოვედი პირველ გუნდში ვუყურებდი მათ თამაშს,ისინი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და საუცხოოდ თამაშობდნენ ერთად,ამის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ,რომ ვითამაშო ისე,როგორც ეს ორი ადამიანი და ვიყო ისეთივე წარმატებული,როგორც რიო და ვიდიჩია"

"ყოველთვის ვცდილობ,რომ გავაკეთო იმაზე უფრო მეტი,რაც შემიძლია.ეს ყველაფერი კი შემცვლის მე.შემცვლის,როგორც თამაშის ხარისხითა და ასევე ჩემი ფიზიკური შესაძლებლობის მხრივაც.ეს ცვლილება გამოწვეულია იმით,რომ მინდა დავემსგავსო მათ,დავემსგავსო ორ მსოფლიოში საუკეთესო მცველს"


შეგახსნებეთ,რომ ამ სეზონში ჯონი ევანს მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 4 გოლი გაიტანა.

ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
24 იანვარი 2013 18:48
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ავტორ. კარგია ევანსი მომავალი კაპიტანიაო და ვნახოთ აბა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: UTD-Rule
24 იანვარი 2013 18:55
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ევანსის იმედი მაქვს ოღონდ 2 წლის შემდეგ likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: love united
24 იანვარი 2013 19:18
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ევანსი ძაან განვითარდა...ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო განვითარება აჩვენაბოლო 2 წელში...
0
№4
ავტორი: Shako Jones
24 იანვარი 2013 19:27
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ჯონსი უფრო ნიჭიერია ! trolldad
0
№5
ავტორი: VaRdo
24 იანვარი 2013 20:00
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძაან მოუმატა და ჯერ კდიე წინ აქვს ყველაფერი. კიდე განვითარდება და თუ ესე გააგრძელა დაცვის შეუცვლელი ფიგურა გახდება. მიდი ევანს ოღონდ ტრავმებს მოუკლე!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2013 20:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რიო–ვიდას დუეტი ისევ უძლიერესია love
0
№7
ავტორი: Mgelo
24 იანვარი 2013 22:06
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
ამის იმედი მაქვს
0
№8
ავტორი: Hernandez
25 იანვარი 2013 00:08
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
მეც რო არ მოგატყუო
0
№9
ავტორი: Amanda Seyfried
25 იანვარი 2013 00:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ევანს შენ ჩემი ფავორიტი ხარ,მიდი ძმა love
0
№10
ავტორი: ლადო
25 იანვარი 2013 15:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მანც რიო ვიდას დუეტს ვანიჭებ ჯერ უპირატესობას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top