ანტუან გრიზმანი "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი გადასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას არ აქცევს და აცხადებს, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვების საჭიროებას ვერ ხედავს.
პრემიერ ლიგის გრანდმა გრიზმანის გადაბირება თავის უმთავრეს საზაფხულო დავალებად დაისახა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს ამის გაკეთება ადვილად არ გამოუვა. "ჩემი მომავლის შესახებ გამუდმებით ერთსა და იმავე შეკითხვას მისვამენ და უკვე დამღლელი ხდება. როგორც აქამდე ვთქვი, "ატლეტიკოში" და მადრიდში ძალიან ბედნიერი ვარ.
დიდებული ამინდია, ჩემი თანაგუნდელები მსოფლიოში საუკეთესო არიან და უდიდეს მწვრთნელთან ერთად ვმუშაობ.
ასე რომ, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა დავტოვო კლუბი", - განაცხადა ფრანგმა.