"წითლები" "მეთოფეების" ლიდერის შეძენას ეცდებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალიდან" ალექსის სანჩესის შეძენას აპირებს.
ჟოზე მოურინიოს უმთავრეს სატრანსფერო სამიზნეს მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი წარმოადგენს, მაგრამ ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ თავდამსხმელი და მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დაარწმუნა, რომ ახალ სტადიონზე გადასვლის შემდეგ პირველი სეზონისთანავე არ დატოვონ გუნდი.
Express Sport-ი კი იტყობინება, რომ ასეთი შემთხვევისთვის "იუნაიტედი" "არსენალში" სანჩესის სიტუაციას აკვირდება.
ჩილელს მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი კონტრაქტის მიხედვით, რომლის თანახმადაც კვირაში 130 ათას ფუნტს იღებს, ამიტომ "არსენალი" გარისკვას და მის უფასოდ გაშვებას ამჯობინებს, ფეხბურთელში დიდძალი თანხა აიღოს.
გასულ კვირაში სანჩესს მცირე უთანხმოება მოუხდა "არსენალის" ვარჯიშზე, რის გამოც არსენ ვენგერმა "ლივერპულთან" მატჩში იგი სასტარტო შემადგენლობაში არ გაიყვანა.
თუმცა, ალექსისი სამშაბათს საღამოს მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მოგვიანებით სანჩესმა მოედანი შეცვლაზე გასვლის შედეგად დატოვა და იმ დროისთვის, როცა მისი გუნდი 5-1 მარცხდებოდა, სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას კამერებმა პეტერ ჩეხთან ერთად მომღიმარი სანჩესი დააფიქსირეს.
"არსენალს" არ სურს თავისი ლიდერის გაყიდვა პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კონკურენტთა რიგებში - მის მიმართ კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" იჩენენ.
"მეთოფეების" ფეხბურთელით ასევე "პარი სენ-ჟერმენი", "იუვენტუსი" და მადრიდის "ატლეტიკო" ინტერესდებიან, ამის გარდა კი სანჩესს ჩინეთიდანაც აქვს შეთავაზებები.
წყარო:
express.co.uk