10-03-2017, 18:00
ნანახია: 1598,
კომენტარები: 9
მხითარიანი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტია
UEFA-მ მხითარიანი კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი.
"როსტოვთან" მატჩში "იუნაიტედის" ერთადერთი გოლის ავტორს კონკურენციას სამი სხვა ფეხბურთელი გაუწევს.
ჰენრიხთან ერთად ამავე წოდებისთვის იბრძვიან ნიკოლაი სტანჩუ "ანდერლეხტიდან", რუსლან მალინოვსკი "გენკიდან" და რასმუს ფალკი "კოპენჰაგენიდან".
ხმის მიცემა უკვე დასრულდა და გამარჯვებული ნიკალაი სტანჩუ გახდა გამოკითხულთა ხმების 37%-ის მიღების შედეგად.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.