თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:38
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2694,
კომენტარები: 0
ბილი ფოულკსი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: ბილი ფოულკსი
ბილი ფოულკსი
დაიბადა 1932 წლის 5 იანვარს ინგლისის ქალაქ სენტ-ჰელენში.
1969 წლის 16 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონთან" 1:4 დამარცხდა. ეს იყო ბილი ფოულკსის უკანასკნელი მატჩი ოლდტრაფორდული კლუბის შემადგენლობაში.
მან 37 წლისამ დატოვა გუნდი. იმ დროისთვის ის "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდსმენი იყო 688 ოფიციალური თამაშით. დღეს ბილი ფოულკსი რეკორდსმენთა შორის მესამე ადგილზეა: ბობი ჩარლტონმა მალე გადაასწრო, წლების შემდეგ კი რაიან გიგზმაც აჯობა...
...მანჩესტერული კლუბის სელექციონერებმა ბილი ფოულკსი "უისტონ ბოიზ კლუბში" შეამჩნიეს და 1950 წელს გადაიბირეს კიდეც. 1951 წელს ფოულკსმა კონტრაქტი გააფორმა, 1952 წლის 13 დეკემბერს კი პირველი შეხვედრა ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედში" - მეტოქე "ლივერპული" იყო.
1954 წლის 2 იანვარს, "ნიუკასლ იუნაიტედთან" "სენტ-ჯეიმს პარკზე" შეხვედრისას, ამპლუით მცველმა ბილი ფოულკსმა ცენტრიდან გაიტანა გოლი! ცნობისათვის: მანჩესტერულ კლუბში მან მხოლოდ 9 ბურთი შეაგდო.
იმავე წელს, 2 ოქტომბერს, ფეხბურთელმა პირველად და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, უკანასკნელად ითამაშა ინგლისის ნაკრებში - ქვეყნის პირველი გუნდის მაისური ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრისას მოირგო... მიუნხენის ავიაკატასტროფის შემდეგ, რასაც კლუბის კაპიტანი როჯერ ბირნი შეეწირა, ბილი ფოულკსი გუნდისთავი გახდა, თუმცა მისი კაპიტნობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია... საინტერესოა, რომ 1957-58, 1959-60, 1963-64 და 1964-65 წლების სეზონებში ბილი ფოულკსმა ინგლისის ჩემპიონატის უკლებლივ ყველა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა, 1964-65 წლების სეზონში სულაც პირადი რეკორდი დაამყარა: 60 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა! 1967 წელს ბილი ფოულკსი მეოთხედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. იმ დროისთვის ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც ამდენჯერ იპირველა. კარიერის დასრულების შემდეგ, 1970-1975 წლებში ბილი ფოულკსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა.
1992 წლის ოქტომბერში ფეხბურთელმა თავისი მედლები სოთბის აუქციონზე გაყიდა: ჩემპიონის ოთხი და ჩემპიონთა თასის ერთი მედლის სანაცვლოდ ბილი ფოულკსმა 35 ათასი გირვანქა მიიღო, 1968 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში გამოყენებული მაისური კი 1800 გირვანქად გაიყიდა.

უილიამ ენტონი ფოულკსი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1956, 1957, 1965, 1967
ინგლისის თასი - 1963
ინგლისის სუპერთასი - 1956, 1957, 1965, 1967
ჩემპიონთა თასი - 1968
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top