"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიო აღნიშნა, რომ ჰენრიხ მხითარიანი ჯერ მზად არ არის სრული მატჩის ჩასატარებლად და სწორედ ეს იყო მისი შეცვლის მიზეზი.
"როსტოვთან" გასვლაზე დაფიქსირებული 1-1 მატჩის შემდეგ, რომელშიც მიკიმ თავის გამოჩენა მოახერხა, "იუნაიტედი" ინგლისის თასზე "ჩელსის" დაუპირისპირდება და მომავალ ხუთშაბათს რუსულ კლუბთან საპასუხო შეხვედრას ჩაატარებს.
სომეხმა ნახევარმცველმა "სენტ-ეტიენთან" მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი სწორედ გუშინ ჩაატარა, მაგრამ მიუხედავად მოედნის ცუდი საფარისა, მაინც მოახერხა კარგად ასპარეზობა, სანამ ენტონი მარსიალი შეცვლიდა. "ჯერ არ შეუძლია 90 წუთის განმავლობაში თამაში. წინასწარ ვიცოდით, რომ მხოლოდ 60 წუთი ითამაშებდა - დამოუკიდებლად შედეგისა. ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, რადგანაც საუკეთესო ვითარებაში არ იმყოფება.
შეტევაში ზლატანთან ერთად თამაშის თავისუფლება მივეცით, რათა სივრცეები ეპოვნა და გაეტანა. საქმეს კარგად გაართვა თავი და მატჩიც ტრავმის გარეშე დაასრულა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა მოურინიომ.