მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
ჟოზე მოურინიო კმაყოფილია თამაშითა და შედეგით, ვინაიდან "როსტოვთან" გასვლაზე 1-1 ფრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანა ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გასვლის საკითხი.
ჰენრიხ მხითარიანმა "წითლების" რიგებში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა გასვლაზე, რასაც ალექსანდრ ბუხაროვმა მეორე ტაიმში თავისი გოლით უპასუხა.
"ოლიმ 2" სტადიონზე გამართული მატჩის შემდეგ მწვრთნელმა რამდენიმე საკითხი მიმოიხილა.
"შეუძლებელია იყო ამაზე უკეთ თამაში""პირობებიდან გამომდინარე ძალიან კარგად ვითამაშეთ. უკეთესად თამაში შეუძლებელი იყო, პასების გაკეთება არ გამოდიოდა. ვითამაშეთ ისე, როგორც მატჩმა მოგვცა საშუალება და ეს კარგი თამაში იყო. ერთი შეცდომა დავუშვით დაცვაში. მეორე მატჩში ღია შედეგი გვაქვს მცირე უპირატესობით. ტრავმები არ არის. ვფიქრობ, პოზიტიური შედეგია. ვიცით, რომ გამარჯვება გვჭირდებოდა ან 0-0 ფრე, ასე რომ, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. მაგრამ ასეთ პირობებში, ვფიქრობ, კარგ შედეგს მივაღწიეთ."
ფორმაციის შეცვლა"სათამაშო გეგმა იქიდან გამომდინარეობდა, რომ ვიცოდით, ისინი თამაშს არ ეცდებოდნენ - მხოლოდ წინ აგდებდნენ ბურთს, მათი თავდამსხმელების იმედად. ასეთ საფარზე სწორედ ასე ითამაშებდნენ, ამიტომაც საუკეთესო გამოსავალი იყო სამი ცენტრალური მცველით თამაში."
"როსტოვის" ფანების შესახებ"ვფიქრობ, ყველაფერი სასწაულებრივი იყო. რუსეთში ჩამოსვლის მომენტიდან ეს ხალხი კარგად გვექცევა, მატჩის დროს კი ისე უჭერდნენ მხარს თავიანთ გუნდს, როგორც ეს საჭიროა. ჩვენი გულშემატკივრებიც შესაბამისად იქცეოდნენ და მოედანზე ამის მაგალითი ვიხილეთ - ფეხბურთელები მართლაც ყველა ბურთისთვის იბრძოდნენ, მაგრამ პოზიტიური საშუალებებით. იმედი მაქვს, "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსული "როსტოვის" გულშემატკივრებსაც კარგი პირობები ექნებათ და ისე კარგად დახვდებიან, რომ ეს სამაგალითო იყოს."
გასვლაზე გატანილი გოლის მნიშვნელობა"გასვლაზე გატანილი გოლი ყოველთვის კარგია; 1-1 უკეთესია, ვიდრე 0-0. მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ამ "როსტოვს" დიდი მატჩების, დიდ მეტოქეებთან დაპირისპირების, დიდ სტადიონებზე თამაშის გამოცდილება აქვს. არა მგონია, "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსვლა და ჩვენ წინააღმდეგ თამაშში მათთვის პრობლემას წარმოადგენდეს. ისინი კვირას გროზნის "ტერეკს" ეთამაშებიან, ჩვენ კი ორშაბათს "ჩელსის" ვუპირისპირდებით - მათ უფრო მეტი დრო აქვთ და ეს იციან. უფრო რთულია, მაგრამ მეოთხედფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. "ოლდ ტრაფორდი" მუხტს მოგვცემს და იმედი მაქვს, მეოთხედფინალში ჩვენ გავალთ".
წყარო:
manutd.com