თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2017, 00:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2533,
კომენტარები: 9
მხითარიანმა რუნის რეკორდი გაიმეორა
ჰენრიხ მხითარიანმა შვიდწლიანი რეკორდის გამეორება შეძლო.
მხითარიანმა რუნის რეკორდი გაიმეორა
"როსტოვის" კარში გატანილი გოლის შემდეგ ჰენრიხ მხითარიანი "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ზედიზედ სამ ევროპულ მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც ევროპა ლიგის მატჩში დაბრუნდა მოშუშებული ტრავმის შემდეგ, რუსულ კლუბს შეხვედრის პირველ ტაიმში გაუტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა.

ამ გოლის შემდეგ მხითარიანი უეინ რუნის გაუთანაბრდა და მის ანგარიშზე ამჟამად ზედიზედ სამ ევროპულ მატჩში გატანილი გოლია.

2010 წლის მარტში რუნიმ ასეთი შედეგი "მილანისა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში აჩვენა.

2009/10 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე რუნიმ "სან სიროზე" 3-2 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა, ერთ კვირაში კი იგივე გაიმეორა "ოლდ ტრაფორდზე" 4-0 მოგებულ საპასუხო შეხვედრაში.

ამის შემდეგ "იუნაიტედი" "ალიანს არენაზე" მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდა მატჩში, რომელიც 2-1 დათმო, მაგრამ უეინმა მაინც მოახერხა გოლის გატანა, თუმცა მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მხითარიანმა რუნის რეკორდი გაიმეორა
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
10 მარტი 2017 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რუნიმ რა გუნდებს გაუტანა შეხედეთ თან მაშინდელი მილანი გუგუნებდა, ბავარიაზე რო არაფერი ვთქვათ, ჯერ ბევრი უკლია რუნიმდე, მაგრამ დღეს ძალიან საჭირო ფეხბურთელია მანჩესტერისთვის love am
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 მარტი 2017 00:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რა დონის თამაშებია ჩამოთვლილი გახსენებაც არ მინდა 2009-2010 ში მაგარი გუნდი გვყავდა
0
№3
ავტორი: ikeoni
10 მარტი 2017 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Miki magari kaci gvyavs ❤️
1
№4
ავტორი: Mixito
10 მარტი 2017 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ეგ დრო მოვაა ბიჯები დავბრუნდებით
1
№5
ავტორი: stepno
10 მარტი 2017 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mxitoo rogor ar gvyavdaaa birmuttan :-(((((
1
№6
ავტორი: gela-manutd
10 მარტი 2017 02:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ერთი ეს იყო კაი ამ მაჩში და ესეც გაიყვანა მაუმ
1
№7
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2017 12:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა თამაშობს ან გააქვს ან შეტევაში ძაან აქტიურია ხოლმე. ეგრევე ეტყობა ხოლმე გუნდს ამის არყოფნა
1
№8
ავტორი: ROONEY-RUNI
10 მარტი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: LASHQARA
რუნიმ რა გუნდებს გაუტანა შეხედეთ თან მაშინდელი მილანი გუგუნებდა, ბავარიაზე რო არაფერი ვთქვათ, ჯერ ბევრი უკლია რუნიმდე, მაგრამ დღეს ძალიან საჭირო ფეხბურთელია მანჩესტერისთვის love am



ხოო ძმა ჯერ ჯერობით გუნდში ვინცააა ყველას ბევრი უკლია რუნიმდე მაგრამ ამ წუთას ერთერთი გამორჩეული ფიგურაააა მიკი გუნდისთვის
1
№9
ავტორი: ROI
10 მარტი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: SANDROGRIGA
რა დონის თამაშებია ჩამოთვლილი გახსენებაც არ მინდა 2009-2010 ში მაგარი გუნდი გვყავდა

აბა რაფაელი გაგდეს ბავარიასტან ტორემ ვატიებდიტ ისევ გვეყოლება მაგარი მანიუ:*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top