"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის თაობაზე შეტყობინება გააგზავნა.
მედია გამოცემების თანახმად, "იუნაიტედი" პსჟ-ს ნახევარმცველს, მარკო ვერატის მაიკლ კერიკის გრძელვადიან შემცვლელად მოიაზრებს.
ინგლისელ ნახევარმცველს ჯერ კიდევ არ მიუღია ახალი კონტრაქტი და როგორც თავად განაცხადა, ეს თუ არ მოხდება, კარიერას დაასრულებს.
ესპანურმა გამოცემა "სპორტმა" გასულ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგულ კლუბს 24 წლის ფეხბურთელის შესაბამის ფასად გაყიდვა სურს.
მაგრამ იტალიელის ძმამ, სტეფანო ვერატიმ ფრანგულ მედიას, L'Equipe-ს განუცხადა, რომ მისი ძმა საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენას ამჯობინებს. "ჩემი ძმა ყოველთვის მადლიერი და პატივისცემით სავსე იყო იმ კლუბის მიმართ, რომელმაც აქ მოიყვანა და გუნდის ნაწილი გახადა.
ვფიქრობ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში პარიზში დარჩენას ისურვებს მთელი თავისი ცხოვრება. ამ ქალაქისადმი მიკერძოებულია - მისი შვილიც აქ დაიბადა. სწორედ პარიზში იქცა მარკო კაცად.
თანაგუნდელები მიდიან და მოდიან, მაგრამ კლუბი და ქალაქი იგივე რჩება", - განაცხადა სტეფანომ.