თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2017, 11:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1684,
კომენტარები: 10
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო "როსტოვის" შესაძლებლობებს შესანიშნავად აცნობიერებს.
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები მზად იქნებიან "როსტოვის" სწრაფი და ხარისხიანი შეტევისთვის.

"წითლების" მწვრთნელი და მისი სამწვრთნელო შტაბი ევროპა ლიგაზე შემხვედრი მეტოქის ანალიზისას შესანიშნავად აცნობიერებდნენ რუსული გუნდის კონტრშეტევით უნარს.

"ძალიან რთული მატჩია. მაგრამ ეს პირველი მატჩია და მეორეს სახლში გავმართავთ. დარწმუნებული არ ვარ იმაში, რა მოხდება ან შევძლებთ თუ არა ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთის თამაშს. შესაძლოა, სხვა სათამაშო გეგმასთან შეგუება მოგვიხდეს.

ისინი რვა ფეხბურთელით იცავენ თავს, რომელსაც ხუთეულის ხაზი და სამი ნახევარმცველი წარმოადგენს. ისინი ორი ფეხბურთელით მიდიან კონტრშეტევაზე და პლუს რამდენიმე მოთამაშის დახმარებით, მაგრამ დაცვითი თვალსაზრისით ძალიან სოლიდურები არიან. შეტევაში სისწრაფე და ხარისხი აქვთ.

ვფიქრობ, "როსტოვს" ოთხი შემტევი ფეხბურთელი ჰყავს, მათგან სამი კი განსაკუთრებით სახიფათოა. ამიტომაც არ ვიცი, ვის ათამაშებენ; შესაძლოა, პოლოზი დააყენოს, შესაძლოა დიდი ძლიერი ბიჭი ათამაშოს, რომელმაც ჩემ წინააღმდეგ უკვე ითამაშა, როცა ყაზანის "რუბინში" ასპარეზობდა [ალექსანდრ ბუხაროვი].

ვიცი, რომ სახიფათოები არიან. ვიცი, რომ მათი საჯარიმოს წინ იდგება ყველა და ასე დაიცავენ თავს, კონტრშეტევაში კი სახიფათოდ წავლენ. მათი თითოეული შემტევი ფეხბურთელი კარგი მოთამაშეა",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
9 მარტი 2017 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
კარგი რა ამდენს როგორ ლაპარაკობ ჟოზე როსტოვს ვხვდებით ბარსელონას კი არა, რა დაცვა რა შეტევა, მოედანზე გავალთ და იმ თამაშსს ვითამაშებთ რაც ჩვენთვს სასურველია, ეს უნდა თქვა როსტოვთან თამაშის წინ მხოლოდ wink love am
0
№2
ავტორი: gache1991
9 მარტი 2017 11:22
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
buxarovi ari 0..polozs dasvenebs.burti unda gavakontrolot da rostovi nichiazec tanaxma iqneba..oltrafordze kide rasac mogvindeba imas v izavt..
0
№3
ავტორი: Mixito
9 მარტი 2017 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
იქვე და გავანადგუროტ და ვსოო
0
№4
ავტორი: gache1991
9 მარტი 2017 11:31
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
da sul damaviwyda ro sitis gaedoo:))) padarka stokisgan:))
0
№5
ავტორი: gajichi
9 მარტი 2017 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
სიტიმ მართლა რა ქნა ედებათ მონაკოსთანაც გაედებათ
0
№6
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2017 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Midi joze dgesve unda movugvarot amat
0
№7
ავტორი: ROI
9 მარტი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ამატი როგორ გესინიაა::D:D:D:D:D:
0
№8
ავტორი: stepno
9 მარტი 2017 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სიტიმ რა კარგ დროს დაკარგა ქულები love 4 ეულთან ძალიან ახლოსვართ მაგრამ ევროპალიგის მოგება მინდა ძალიან რა და მერე სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის დამარცხება wink
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
9 მარტი 2017 13:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გადით მოედანზე და მოიგეთ wink
1
№10
ავტორი: giorgisamnidze99
9 მარტი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მოსაგებათ გავალთ და მოვიგებთ 100 %
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top