საფეხბურთო კლუბ "როსტოვის" გულშემატკივრები აქციას გამართავენ, სახელწოდებით Gentlefan, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" საქომაგოდ ჩასულ გულშემატკივრებს სთუმართმოყვარეობა გამოუხატონ - იტყობინება donnews.ru
"ნისლიანი ალბიონიდან ჩასულ გულშემატკივრებს სტუმართა სექტორის შესასვლელში თბილი პლედები გადაეცემათ, რათა არ შესცივდეთ. ყველასთვის ცნობილია, რომ მარტში ამოუცნობი ამინდია და ჩვენ, როგორც სტუმართმოყვარე მასპინძლები, ჩვენს სტუმრებზე ვიზრუნებთ.
მომდევენო წელსვე გველოდება ისტორიული მოვლენა - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი! ჩვენს ქალაქს ათი ათასობით გულშემატკივარი ეწვევა! ჩვენ, როგორც ორგანიზატორი ქალაქი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აქ ყოფნა მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო იყოს ჩამოსული გულშემატკივრებისთვის. ასეთი აქციით ქვეყნის ყველა მცხოვრებს მაგალითი უნდა მივცეთ! და ყველაზე მთავარი - დავანგრიოთ მითი იმის თაობაზე, რომ ჩვენთან საფრთხე არსებობს. გელოდებით! ჩამოდით! იგრძენით ჩვენი სითბო!" - ნათქვამია "როსტოვის" გულშემატკივართა მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.