ზლატან იბრაჰიმოვიჩი და დეილი ბლინდი "როსტოვთან" მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ.
შვედ თავდამსხმელს "ბორნმუთთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს შიდა ჩემპიონატების მატჩებში.
იბრაჰიმოვიჩი ორშაბათს ინგლისის თასზე "ჩელსისთან" მატჩს, პრემიერ ლიგის ეგიდით კი "მიდლსბროსა" და "ვესტ ბრომთან" შეხვედრებს გამოტოვებს.
ინგლისის მასშტაბით გასამართ ტურნირებზე დაბრუნებას კი მხოლოდ 4 აპრილს, "ევერტონთან" საშინაო მატჩში შეძლებს.
ევროპა ლიგის მატჩის წინ მოურინიომ არ ისურვა საფეხბურთო ასოციაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ დაადასტურა, რომ შვედი ხვალ ითამაშებს:
"არავითარი რეაქცია. ხვალ ითამაშებს. შიდა გადაწვეტილებების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებ".
როგორც მოსალოდნელია, სასტარტო შემადგენლობაში იქნება დეილი ბლინდიც, რომელმაც მწვრთნელთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. მოურინიოს ზაფხულში დაადასტურა, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც პრესკონფერენციაზე მასთან ერთად მივიდოდა, მატჩის სასტარტო შემადგენლობაშიც იქნებოდა.