თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2017, 15:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3482,
კომენტარები: 10
მოურინიო: "არა მგონია, რაც აქ დაგვხვდა, მოედანი იყოს"
ჟოზე მოურინიო "როსტოვის" სტადიონზე დაგებული გაზონით უკმაყოფილოა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო უკმაყოფილებას გამოხატავს "როსტოვის" საშინაო სტადიონზე არსებული პირობების გამო და აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, რა შემადგენლობას გაიყვანს.

"იუნაიტედის" ფეხბურთელები გუშინ საღამოს ჩაფრიდნენ რუსეთში, სადაც ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩს გამართავენ. მწვრთნელმა პირადად გაადამოწმა მოედნის საფარი დღეს დილით, რის შემდეგაც მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფეხბურთელების უსაფრთხოებაზე ზრუნვიდან გამომდინარე განაცხადა, რომ ჯერ სასტარტო შემადგენლობა არ შეურჩევია.

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ხვალ უნდა ვითამაშოთ. ვიცი, რომ მოედანზე აუცილებლად უნდა გავიდეთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ მოედანზე უნდა ვითამაშოთ, თუკი შეიძლება ამას მოედანი უწოდო", - განაცხადა პორტუგალიელმა.

მოურინიო: "არა მგონია, რაც აქ დაგვხვდა, მოედანი იყოს"


როცა ჰკითხეს, ჰენრიხ მხითარიანი იქნება თუ არა შემადგენლობაში, ჟოზემ უპასუხა: "არ ვიცი, რა გუნდი ითამაშებს, მართლა. არ ვიცი, რა გუნდს გავიყვან და არც ის ვიცი, მხითარიანი იქნება თუ არა. ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე, რადგან უფრო სათამაშო პირობებს ველოდი.

ჯერჯერობით არავის დავკავშირებივარ ამაზე; მხოლოდ სწრაფი საუბარი მქონდა UEFA-ს წარმომადგენელ ჯენტლმენთან, როცა საფარს ვამოწმებდი. როცა ჩემი შენიშვნების შესახებ ვესაუბრე, ამ ჯენტლმენმა მითხრა, რომ თამაშები დაზღვეულია - რამე თუ მოხდება, პრობლემა არ არის."


თუმცა, მოურინიომ დაადასტურა, რომ ხვალ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ითამაშებს.

მოურინიო: "არა მგონია, რაც აქ დაგვხვდა, მოედანი იყოს"



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
8 მარტი 2017 15:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ის დისკვალიფიკაცია ევროპა ლიგაზე არ ვრცელდება?

მგონი ჯობია ეს თამაში უბრალოდ გადააგორონ, ფრეც კარგი შედეგი იქნება, ასეთ მოედანზე ტრავმების დიდი შანსია და არაა საჭირო ფეხბურთელების დამტვრევა, მაგრამ არც წაგება ივარგებს.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
8 მარტი 2017 15:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: JuanMata
ის დისკვალიფიკაცია ევროპა ლიგაზე არ ვრცელდება?

არა

იმენა ყანაა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
8 მარტი 2017 16:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არავინ დაილეწოს და იქნება რამე
0
№4
ავტორი: nugo-nugo
8 მარტი 2017 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
იმედია ტრამვას არავინ მიიღებს.
0
№5
ავტორი: ROI
8 მარტი 2017 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: GeorgeBest
ციტატა: JuanMata
ის დისკვალიფიკაცია ევროპა ლიგაზე არ ვრცელდება?

არა

იმენა ყანაა

ეს რაჯანდაბაა :D:D:D:D:D
0
№6
ავტორი: gela-manutd
8 მარტი 2017 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეს პრასის ყანაა თუ სტადიონი?
0
№7
ავტორი: tyeshela1
8 მარტი 2017 16:41
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
შენ ქართული სტადიონები არ გინახავს ჯიგარო. ნუ დინამოს არ ვგულისხმობ
0
№8
ავტორი: ROI
8 მარტი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მეგობრებო არსენალზე არგადაობტ?>D:DD::DD
0
№9
ავტორი: shotkin
8 მარტი 2017 18:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
აი უბანში ბავშვოიბაში ასვალტის სტადიონხე როვთამასობდი ისე მქონდა დამუღამებული რავი ვინცარუნდა ჩამოსულიყო ჩვენთან სახეს ვაძრობდით და ეგრეა აქაც ბავარიას ტყულად კიარ მოუგეს :DD დამუგამებული აქვთ აქ თამში და ტექნიკური გუნდი კიდე აქ როგორ ითამშებს ბურთის დახეთქებითაც ჩანს ვიდეოში რადღეშია ბალახი :DD ვაფშე შეილება წავაგოთ და არც მეწყინება ოლდზე გადავხსნით მტავარია არ დაიღალოს სატავი და ტრანვა არ მიიღოს არავინ ტორე აქ 2:1 წაგება არიქნება პრობლემა ან ფრე
0
№10
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2017 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Es Ra xdeba martla ar cxveniat am chenisebs
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top