29 წლის ფეხბურთელი ”ოლდ ტრაფორდზე” 2013 წელს ”ევერტონიდან” გადმობარგდა. ფელაინიმ სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი და ამჟამინდელი ხელშეკრულება ”წითლებთან” 2018 წლადე მოქმედებს, მაგრამ მისი მომავალი მაინც ბორუსით არის მოცული. ”იუნაიტედის” ნახევარმცველის განცხადებით ის ჩინეთში არ წავა.
ფაბიო კანავარო აცხადებს, რომ მან შეთავაზება გაუკეთა ფელაინის, მაგრამ მან უარყო მისი შემოთავაზება და სათამაშოდ აზიაში არ წავიდა.
”მე მაქვს სხვადასხვა კლუბებისგან შემოთავაზებები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის” - ამბობს Sport/Foot-ის ინტერვიუში.
”მე ფეხბურთის მხრივ პატიოსანი მოთამაშე ვარ, თუ ვაპირებ ჩინეთში წასვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ დასრულდა ჩემი სანაკრებო კარიერა. პირველი რაც იყო, აგენტს განვუცხადე, რომ დაბლოკონ მათი ყველაანაირი შემოთავაზება”.
ფელაინი კრიტიკის მიუხედავად, მაინც მოურინიოს რჩეულ ფეხბურთელად რჩება. მარუანის განხადებით ის მას სულ მხარს უჭერს.
”მას (მოურინიოს) შეუძლია მოკლას ჩემი კარიერა, მაგრამ ის ყოველთვის მიცავდა და დამიცავს, არასდროს დამავიწყდება ჟოზე” - ნათქვამია ინტერვიუში.