თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1650,
კომენტარები: 10
მოურინიომ "ბორნმუთთან" შერჩეულ შემადგენლობაზე ისაუბრა
პორტუგალიელმა ახსნა, თუ რატომ მიმართა როტაციას.
მოურინიომ
1999 წელს სერ ალექს ფერგიუსონის მიერ მოგებული ტრებლი ნათლად ახსენებს ჟოზე მოურინიოს, თუ რამდენად რთული სამუშაო აქვს "მანჩესტერ იუნაიტედში".

"წითლების" მწვრთნელმა ექვსი ცვლილება განახორციელა "სენტ-ეტიენთან" საფრანგეთში ჩატარებული მატჩის შემდეგ "უემბლიზე" გაყვანილ შემადგენლობაში.

ფინალის გამარჯვებული გუნდის ოთხი წევრი კი წინა შაბათს "ბორნმუთთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობაში არ იყო.

ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ "იუნაიტედმა" მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა ოთხეულისთვის ბრძოლაში.

მოურინიომ ახსნა, თუ რატომ გაიყვანა "ოლდ ტრაფორდზე" ედი ჰაუს გუნდის წინააღმდეგ როტირებული შემადგენლობა.

"ფინალის შემდეგ ფეხბურთელებს ვესაუბრე. ვფიქრობდი, რომ რეალობა იყო სამ ტურნირზე თამაში, ბევრი მატჩის ჩატარება, დასვენებული მეტოქეების წინააღმდეგ თამაში, რომელთაც მომზადებისთვის დრო აქვთ.

ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება შემადგენლობა, ამიტომაც როტაციის დროა, იმ ფეხბურთელების ჯერი მოვიდა, ვინც ბევრს ვერ თამაშობს, მაგრამ მზად არის როტაციის შესაძლებლობა მოგვცეს.

ეს იმისათვის გვჭირდება, რომ "როსტოვთან" მატჩში დასვენებულები ვიყოთ.

"საუთჰემპტონთან" მატჩში დასვენებულ გუნდსა და ბევრი მატჩის მქონე გუნდს შორის სხვაობა ვიგრძენით. ახლა ამას ყველა მატჩში შევიგრძნობთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2017 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Rotaciis gareshe araferi gamova imdeni tamashi gviwevs
0
№2
ავტორი: GeorgeBest
8 მარტი 2017 14:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საბედნიეროდ როტაციის საშუალება გვაქვს, საკმარსზე მეტი ფეხბურთელია სკამზე და შეუძლია გამოიყენოს
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
8 მარტი 2017 14:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
ძალიან რთულია ამდენ ტურნირზე ერთად თამაში.თუ დააკვირდებით შარშანაც და წელსაც ეპლს იგებს ის გუნდი,რომელიც მხოლოდ ერთ ტურნირზეა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 მარტი 2017 15:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რაცარუნდა იყოს ოთხეულში უნდა შევიდეთ რთულია მარა არა შეუძლებელი, ევროპა ლიგის მოგებასაც უნდა ეცადონ
0
№5
ავტორი: de gea1
8 მარტი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მე მაურინიოსი მჯერა სხვისი არ ვიცი ისე აქ გაიდზახოდნენ სქოულზები და ნევილ გიგზები გადაარსჰენენ მანჩესტერსო, მარა მაურინიო იმენა ლეგენდაა და ტავის გასაკეტებელს გააკეტებს
0
№6
ავტორი: ROI
8 მარტი 2017 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
გეტანხმები მოუ მიდი რაა ევროპა ლიგას ყველაზე დიდი ყურადგებიტ მოვექცეტ და მოვიგოტ:*
0
№7
ავტორი: gela-manutd
8 მარტი 2017 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ათამაშე შვაინა მარკუსი რავი ასე თუ ისე გვყავს სასტავი
0
№8
ავტორი: JuanMata
8 მარტი 2017 15:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
ძალიან რთულია ამდენ ტურნირზე ერთად თამაში.თუ დააკვირდებით შარშანაც და წელსაც ეპლს იგებს ის გუნდი,რომელიც მხოლოდ ერთ ტურნირზეა


ბოლო წლებში ინგლისში სულ ეგრეა, ჩემპ. ლიგაზე შორს ვერ მიდიან და რჩებათ ერთი პრემიერლიგა, თასსაც ხშირად იკიდებენ.

ახლა გაგვიჭირდება, მაგრამ კარგია, უნდა მიეჩვიოს გუნდი ასეთ გრაფიკს, სეზონში რამდენიმე ტიტულისთვია უნდა იბრძოდეს გუნდი.
0
№9
ავტორი: stepno
8 მარტი 2017 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mouu ligazeee gadii toree gavchedaav tavs moviklav imena :-D
1
№10
ავტორი: Ronni
9 მარტი 2017 02:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ბორნმუთთან ვერ მოვიგეთ! ვიღაც დასლევება ბორნმუთან ვერ მოიგო ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედმა! როტაცია აუცილებელია ბაზარი არაა მაგრამ ამას ქულების დაკარგვა არ უნდა მოყვეს ვლიად! რომ იყოს ლივერპული, ჩელსი, არსენალი ან სიტი ხო, მაგრამ ბორნმუთთან?? ჰალთან?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top