მარკუს რეშფორდს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საგარეო ევროპული მატჩების ყოველთვის ახალი გამოცდილების მიღების შანსია და ფეხბურთელები სრულიად სხვა რამეს იღებენ, რაც ინგლისში განცდილს არ ჰგავს.
ჟოზე მოურინიოს შეგირდებს ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში საკმაოდ შორს მოუხდათ გამგზავრება, როცა სტამბოლში, როტერდამსა და ოდესაში ითამაშეს, სანამ 1/16 ფინალურ ეტაპზე "სენტ-ეტიენს" დაუპირისპირდებოდნენ.
ამჯერად კი "წითლები" რუსეთში გაემგზავრნენ, სადაც ხუთშაბათს 1/8 ფინალურ ეტაპზე "როსტოვს" კონტინენტური ტურნირის მასშტაბით დაუპირისპირდებიან.
როცა ჰკითხეს, ევროპული გასვლითი მატჩები განსხვავდება თუ არა ინგლისურისგან, რეშფორდმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას უპასუხა: "ეჭვიც არ არსებობს. განსხვავდება ინგლისელი ფანების მიდგომისგან და ამ გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია, რადგან არასდროს იცი, სად შედგება დიდი მატჩი.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ კარგია - განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ. საოცარი გამოცდილებაა.
სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან განსხვავებული ატმოსფეროა და გულშემატკივარიც სხვადასხვაგვარად რეაგირებს; საოცარია იმის ხილვა, როგორ აფასებენ ფეხბურთს ყველგან, სადაც წავალთ".