მცირე ინფორმაცია "იუნაიტედის" მომდევნო ევროპელი მეტოქის შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხუთშაბათს ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე "როსტოვს" სტუმრად დაუპირისპირდება, მანამდე კი გავიცნოთ რუსი მეტოქეები.
რას წარმოადგენენ? დაარსდა 1930 წელს. მათი საშინაო სტადიონი დონის როსტოვში მდებარეობს და "ოლიმპ-2" ჰქვია. "ოლდ ტრაფორდიდან" 1872 მილის დაშორებით მდებარეობს. ტურნირზე შემორჩენილ გუნდებს შორის მხოლოდ "კრასნოდარს", კიდევ ერთ რუსულ კლუბს შეუძლია ჟოზე მოურინიოს შეგირდებისა და 238 გულშემატკივრისთვის უფრო გრძელ მანძილზე მოგზაურობა. გუნდი რუსეთის ჩემპიონატში 9 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება. 15,840 ადამიანის ტევადობის სტადიონი კი რთულად სათამაშო ადგილია სტუმარი გუნდებისთვის, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ სეზონში მხოლოდ მადრიდის "ატლეტიკომ" შეძლო იქ გამარჯვება - 1-0 ოქტომბერში. "შორი და რთულია", აღნიშნა მოურინიომ კენჭისყრის შედეგების გაგების შემდეგ.
როგორ მოვიდნენ აქამდე? როსტოველები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდნენ, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპზე "ანდერლეხტისა" და "აიაქსის" დამარცხება შეძლეს ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4-2 და 5-2, შესაბამისად. ჯგუფში, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი", მადრიდის "ატლეტიკო" და "პსვ ეინდჰოვენი" შედიოდნენ, რთული გამოცდა ერგოთ, მაგრამ მესამე ადგილზე გასვლა მოახერხეს - პსვ-სთვის გადასწრებით - სახლში მიუნხენის "ბაიერნის" 3-2 დამარცხების ჩათვლით, რის შემდეგაც ევროპა ლიგაზე გადავიდნენ. ყველაზე ბოლოს მათ 1/16 ფინალში პრაღის "სპარტა" დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში 5-1, ამაში კი სახლში მოპოვებული 4-0 გამარჯვებაც შედის.
როგორია მათი ამჟამინდელი ფორმა? რუსეთის ჩემპიონატში სამთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა "როსტოვმა" ბოლო ადგილზე მყოფი "ტომ ტომსკი" 6-0 გაანადგურა გასვლაზე. შარშანდელი მეორე ადგილოსნები მიმდინარე სეზონში მეხუთე პოზიციას იკავებენ მიუხედევად შესანიშნავი საშინაო ფორმისა.
ვინ არის მათი მწვრთნელი? "როსტოვის" მწვრთნელი ივან დანილიანცია, რომელიც მანამდე კურბან ბერდიევის ასისტენტი იყო, სანამ სექტემბერში თანამდებობას დატოვებდა. დანილიანცი მანამდე ყაზანის "რუბინსაც" წვრთნიდა, ისევე, როგორც მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს და საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა მოურინიოსთვის, რომელსაც 2009 წელს დაუპირისპირდა. "მწვრთნელს კარგად ვიცნობ," განაცხადა მოურინიომ. "მის წინააღმდეგ მაშინ ვითამაშე, როცა "რუბინში" მუშაობდა, მე კი იტალიაში "ინტერს" ვწვრთნიდი. ძალიან რთული, დაცვითი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ამიტომაც რთული კენჭისყრაა, მაგრამ ამაზე ვფიქრობთ და საქმეს შევუდგებით."
ვინ არის მათი გამორჩეული ფეხბურთელი? ფორვარდი სერდარ აზმუნი (სურათზე იხილეთ) უქმე დღეებზე გამორჩეული ფიგურა იყო და მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნსა" და "ატლეტიკოსაც" გაუტანა. 2015 წელს "რუბინიდან" იჯარის წესით გადასულს გულშემატკივრებმა "ირანელი მესი" უწოდეს და მას იანვარში "ლივერპულში" გადასვლასაც უკავშირებდნენ. აზმუნის ანგარიშზე ჩემპიონატში გატანილი 9 გოლია.
კიდევ რამე აღსანიშნი? "იუნაიტედი" ორი ფეხბურთელი კარგად იცნობს მეტოქის გუნდის წევრებს: ჰენრიხ მხითარიანი და მარკო დევიცი 2012/13 წლების სეზონში დონეცკის "შახტიორში" თანაგუნდელები იყვნენ, ანტონიო ვალენსია და კრისტიან ნობოა კი ეკვადორის ნაკრებში ერთად თამაშობენ. გარდა ამისა, "ბლექბერნ როვერსის" ყოფილმა ვინგერმა, დევიდ ბენტლიმ 2012/13 წლების სეზონში "როსტოვში" შვიდი მატჩი ჩაატარა და პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშა.
წყარო:
manutd.com