ანტონიო კონტემ გუშინდელი მატჩის შემდეგ ”მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ყველაფერი უკან უნდა დარჩეს და რაც შეიძლება მალე უნდა მოახდინოს გუნდმა კონცენტრირება მომავალ შეხვედრაზე.
”ლურჯებმა” გუშინ ღამით ”ვესთ ჰემი” მინიმალური ანგარიშით 1:2 დაამარცხეს და ცხრილს 10 ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ.
”ახლა მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა დაისვენოს და მომავალ ორშაბათს გასამართ მატჩზე იფიქროს. ამისთვის, ფორმის სწრაფად აღდგენა და ვარჯიშია საჭირო”.
”ეს ტიტული ჩვენი სამიზნეა ამ სეზონში. ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება, მაგრამ როგორც იცით, შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რაოდენ ძლიერია ჟოზეს გუნდი, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და ხარისხიანი თამაშების მოყვარული კლუბია”.
”ეს მატჩი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელია, არ შევრცხვეთ” - ამბობს კონტე.
შეგახსენებთ, რომ ”ჩელსისა” და ”იუნაიტედის” დაპირისპირება 13 მარტს, თბილისის დროით 23:45წთ-ზე გაიმართება.