თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1566,
კომენტარები: 8
ირვინი მოურინიოს როტაციისკენ მოუწოდებს
დენის ირვინის რჩევა პორტუგალიელ მწვრთნელს.
ირვინი მოურინიოს როტაციისკენ მოუწოდებს
დენის ირვინს მიაჩნია, რომ სეზონის ამ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობიდან წამყვანი ფეხბურთელის ამოგდება სარისკო იქნება, მაგრამ როტაცია გუნდს სჭირდება.

"წითელი ეშმაკები" პროდუქტიულ სეზონს ატარებენ ტურნირებზე ასპარეზობის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ შემადგენლობის სტაბილურობას უწყობს ხელს. ისეთი ასაკოვანი ფეხბურთელიც კი, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია, თითქმის ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაშია, როცა ხელმისაწვდომია.

მოურინიოს თავდამსხმელის პოზიციაზე არც ისე ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დაზღვევა ნამდვილად შეუძლიათ.

კლუბის ლეგენდას, ირვინს მიაჩნია, რომ "იუნაიტედს" აუცილებლად სჭირდება შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა რამდენიმე ტურნირზე ასპარეზობის ფონზე, რასაც 1999 წელს სერ ალექს ფერგიუსონი მიმართავდა.

"ყველა თამაშში მონაწილეობა გსურს, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით კი თავდამსხმელებისთვის, რომლებიც მუდმივად მწვავე უნდა იყვნენ.

მწვრთნელის გადასაწყვეტია, როდის მოისურვებს გადახალისებას. '99 წელს სერ ალექსი შემადგენლობას ოდნავ ახალისებდა. მახსოვს "არსენალის" წინააღმდეგ ნახევარფინალი, როცა რამდენიმე მოთამაშე დაასვენა. ხანდახან რისკის გაწევა საჭიროა, მაგრამ ეს მწვრთნელის საქმეა.

კარგი შემადგენლობა გვყავს, წინ საერთაშორისო მატჩების გამო შესვენებაცაა. ვნახოთ, რა მოხდება",
- განაცხადა ირვინმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
7 მარტი 2017 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მე მჯერა რო მოუ მოიგებს ევროპის ლიგას და 4ხეულში შევალს FA ესეც რო მოვიგოთ ურიგო არ იქნება მარა იმასაც დავჯერდები რო ჩელსი გამოვაგდოთ მარტო ეგ უფრო გამიხარდება ერთი ტიტული არის უკვე ერთი კიარადა ორი ქომუნითი და ეეფ კიდე გვინდა ბალაშიკებს ტიტულები
0
№2
ავტორი: ikeoni
7 მარტი 2017 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Xo imden frontze vart rotacia aucilebeliaa
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
7 მარტი 2017 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ჟოზე მომავალ წელს უკეთესი იქნება დარწმუნებული ვარ იცის ვის იყიდის და ვის გაუშვებს. მთავარია ლიგაზე გავიდეთ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
7 მარტი 2017 15:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იბრას ტვირთავს ხოლმე მძაან ზედმეტად და ეგაა, ისე ხშირად ცვლის ფეხბურთელებს და პოზიციებსაც უცვლის რავიცი
0
№5
ავტორი: stepno
7 მარტი 2017 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეხ ალექსიი ისეთ რაღაცებს აკეთებდა რომ მაგის გამეორება მოუს კიარა არავის არ შეუძლ8ია
0
№6
ავტორი: gela-manutd
7 მარტი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ევროპა უნდა დავდოთ რა
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
7 მარტი 2017 17:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მაინც მოუწევს როტაცია იმდენი თამაში აქ გუნდს
0
№8
ავტორი: Shota Blues
7 მარტი 2017 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
როტაციას მიმართავს, მგონი ვამჩნევთ ყველა. აბა როგორ! სწორად შვება ყველაფერს ჟოზე. სხვებივით ეს ,,როტაცია" თავბრუხვევაში არ გადაეზრდება. თან ამასობაში ცდილობს ყველას თავისი, მუდმივი პოზიაცია შეურჩიოს და გაამყაროს ისე რო თუ ,,გაჭირდა" ზოგიერთი დაცვით, ცენტრალურ ან შეტევის ხაზში უნივერსალურიც იყოს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top