ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელებს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ტაირონ მინგზსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს 2017 წლის 4 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბორნმუთს" შორის მატჩში მომხდარ ინციდენტში გამოვლენილი უხეშობის გამო ბრალი წაუყენა.
ფეხბურთელები 44-ე წუთზე ორ სხვადასხვა სახიფათო ეპიზოდში მონაწილეობდნენ, რაც უხილავი დარჩა მთავარ არბიტრს, მაგრამ ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.
შესაბამისად, ეს ფაქტი საფეხბურთო ასოციაციას უფლებას აძლევს, რომ სტანდარტული სასჯელი თავად გამოიტანოს, თუმცა იბრაჰიმოვიჩისგან განსხვავებით "ბორნმუთის" მცველს უფრო მძიმე სასჯელი მოელის, რადგანაც მის შემთხვევაში გადაჭარბებულ ძალადობას ქონდა ადგილი.
ორივე ფეხბურთელმა 2017 წლის 7 მარტის 22 საათამდე უნდა უპასუხოს ბრალდებას.
მატჩის საკამათო ეპიზოდი, რომელსაც მსაჯი შეხვედრის მიმდინარეობისას ვერ შენიშნავს, განსახილველად საბჭოს გადაეცემა, მისი თითოეული წევრი კი დამოუკიდებლად გადახედავს ეპიზოდს და შეაფასებს, იმსახურებს თუ არა ფეხბურთელი სასჯელს, რის შემდეგაც საფეხბურთო ასოციაცია მას ძალაში შეიყვანს.
წყარო:
manutd.com