თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1605,
კომენტარები: 8
უოლში: "რუნის შეძენას პირადად მე ვეცდები"
"ევერტონის" სპორტული დირექტორი უეინ რუნის ტრანსფერის განხორციელებას პირადად უხელმძღვანელებს.
უოლში:
"ევერტონის" საფეხბურთო დირექტორი სტივ უოლში აცხადებს, რომ პირადად უხელმძღვანელებს "გუდისონ პარკზე" უეინ რუნის დაბრუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი უკვე მოიპოვა - ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობის შემდეგ - ჟოზე მოურინიოს გუნდში მას კვლავ შეზღუდული სათამაშო დრო აქვს, რაც ჩინური სუპერ ლიგის კლუბებისგან მის მიმართ გამოჩენილი ინტერესის თაობაზე ჭორების გავრცელებას უწყობს ხელს.

სანამ აზიელი მდიდრები ინგლისელისგან უარს იღებენ, 31 წლის ფეხბურთელს მშობლიური "ევერტონი" ეპატიჟება, რომლის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი და სპორტული დირექტორი უოლში სიამოვნებით იხილავდნენ "იუნაიტედის" კაპიტანს საკუთარი გუნდის რიგებში.

უოლშმა The Times-ს განუცხადა: "ტოპ მოთამაშეა. თუ გვექნება მისი დაბრუნების შესაძლებლობა და ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, მე თავად ვეცდები მის გადმობირებას.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც ხელის შეწყობა შეუძლია, უეინია და თავისთავად მნიშვნელოვანია, რამდენად სურს "ევერტონში" დაბრუნება".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
6 მარტი 2017 11:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ აკავშირებს რუნის ევერტონთან იმხელა ისტორია რომ აუცილებლად მანდ მოინდომოს კარიერის დასრულება. უკვე ამ კლუბის ლეგენდაა, ევერტონის კარში გატანილ გოლებზე დახტუნავს და ძაან მეეჭვება იმ ბავშვობის გულშემატკივრობიდან რამე იყოს შემორჩენილი

რუნი აქ დაასრულებს კარიერას ან ამერიკაში
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
6 მარტი 2017 11:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
აქ უნდა დაასრულოს კარიერა
0
№3
ავტორი: deqstera
6 მარტი 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ბავშობიდან ლივერპულში გაიზარდა და ევერტონის ფანი იყო, ესეც არის იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რომლის გამოც შეიძლება ეს მოხდეს
0
№4
ავტორი: ikeoni
6 მარტი 2017 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Chemi azrit gamoricxulia
0
№5
ავტორი: boyola
6 მარტი 2017 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ჩემი აზრით ჯობია ევერტონში დაბრუნდეს
0
№6
ავტორი: dybbuk
6 მარტი 2017 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
მე უფრო მგონია რო ამერიკაში მოხევს თუ წავა
0
№7
ავტორი: gela-manutd
6 მარტი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
არსად არ მინდა წავიდეს აქ დაასრულოს კარიერა იყოს ძირითადში თუ არ იქნება ზამნად მაინც ათამაშებენ
0
№8
ავტორი: nugo-nugo
6 მარტი 2017 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
კარგი იქნება თუ აქ დაასრულებს კარიერას love შეიძლება წავიდეს მაგრამ არამგონია ევოროპაში დარჩეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top