Opta-მ 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
ცნობილმა სტატისტიკის მთვლელმა კომპანია opta-მ ინდივიდუალურ თამაშზე დაფუძნებით პრემიერ ლიგის 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი მოხვდა.
ანტონიო ვალენსია და მარკოს როხო საგოლე პასითა და გოლით გამოირჩნენ "ბორნმუთთან" მატჩში, რომლის საუკეთესო მოთამაშედაც მეკარე არტურ ბორუცი დასახელდა მოგერიებული პენალტისა და რამდენიმე სეივის გამო.
ცხრილი ზედა ნაწილიდან ამავე გუნდში სამი მოთამაშეა "ლივერპულიდან", "მანჩესტერ სიტიდან" და "ტოტენჰემიდან", დანარჩენ ექვსეულს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების ფეხბურთელები წარმოადგენენ, რომელთაგან "სუონსის" მოთამაშეები ყველას აჭარბებენ.
ტურის სიმბოლური გუნდი:მეკარე: არტურ ბორუცი ("ბორნმუთი")
მცველები: ანტონიო ვალენსია ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ალექსანდარ კოლაროვი ("მანჩესტერ სიტი"),
მარკოს როხო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მარტინ ოლსონი ("სუონსი სიტი")
ნახევარმცველები: რიად მარეზი ("ლესტერ სიტი"), ჟორჟინიო ვეინალდუმი ("ლივერპული"), ტომ კეროლი ("სუონსი სიტი"), მარკო არნაუტოვიჩი ("სტოკ სიტი").
თავდამსხმელები: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), ფერნანდო ლიორენტე ("სუონსი სიტი")