თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2013, 16:03
ავტორი: Armani,
ნანახია: 2439,
კომენტარები: 6
კიკო თავის შანს ელოდება
ფედერიკო მაკედას ექსკლუზიური ინტერვიუ...
კიკო თავის შანს ელოდება
ფედერიკო მაკედამ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ოფიციალურ ვებ-გვერდს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

U-21ში შესანიშნავ სეზონს ატარებ. კმაყოფილი ხარ ფორმით?

ზოგადად, კმაყოფილი ვარ. თუმცა მთავარია კარგი ფორმის შენარჩუნება, რათა გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლაში დავეხმარო.

ხანდახან თავდასხმაში მარტო გიწევთ თამაში, რამდენად ძნელია თავდამსხმელობა U-21ში?

ჩვენი გუნდი სამი თავდამსხმელით თამაშობს, სადაც ცენტრ ფორვარდად თამაში მიწევს. ეს საშუალებას მაძლევს სხვა და სხვა ზონაშიც გადავინაცვლო.

შენ შესანიშნავად გამოიჩინე თავი შობამდე, შენი გოლები ძალიან დაეხმარა იუნაიტედს ფინალურ ეტაზე გასვლაში.

დიახ, ეს მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩემთვის ასევე გუნდისთვისაც. ჩვენ ბოლო თამაშები უნდა მოგვეგო, თუ არა და მეორე ტურში ვერ გადავიდოდით. ბედნიერები ვიყავით, როდესაც პირველი ეტაპის გადალახვა შევძელით. სიმართლე გითხრათ, თუ თამაშობ ისეთ გუნდში როგორიც ''მანჩესტერ იუნაიტედია'' ნებისმიერ თამაშში ბოლომდე უნდა დაიხარჯო.

როგორ ფიქრობ, შესაძლოა შენმა ფორმამ მთავარ მწრთვნელზე გავლენა იქონიოს?

ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა როგორც თავდამსხმელი ვალდებული ვარ, ყოველ მატჩში გოლები გავიტანო. U-21 ში იყო ბომბარდირი, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

შენ არ გიმართლებდა, როდესაც არენდით სხვა გუნდებში გადადიოდი, რადგანაც მაშინ მთავარ მწრთვნელებს გუნდის დატოვება უწევდათ...

დიახ, მე არ მიმართლებდა. თუმცა ეს დამეხმარა მე მიმეღო საჭირო გამოცდილება. ორჯერ მომიწია არენდით გუნდის დატოვება, ხოლო თუ მესამეჯერაც გამიშვებს გუნდი, ვფიქრობ კარგად გავუმკლავდები. მსურს რაც შეიძლება, ბევრჯერ მომიწიოს მატჩის ჩატარება. შესაძლოა ადრე შეცდომებს ვუშვებდი, თუმცა ახლა შევეცდები შეცდომებს თავი ავარიდო და გამოვიყენო ჩემი შანსები.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
24 იანვარი 2013 16:13
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ავტორ))) ბოდიში რო შენივნას გეუბნევი მაგრამ სურათის ხარისხი გამოასწორე...იმედია არ მიწყენ))

კიკოს ურჩევნია კიდე შტუტგარდში გადავიდესს smile
0
№2
ავტორი: UTD-Rule
24 იანვარი 2013 16:33
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ამის შანსი მანჩესტერში კარგა ხანს არ მოვა likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: buka oboladze
24 იანვარი 2013 16:50
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ კარგია, უბრალოდ გაუმართავი წინადადებები გაქვს ცოტა, გადაიკითხე ხოლმე და ეგრევე გაასწორებ =)))
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 იანვარი 2013 16:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან ბევრი შეცდომა გქონდა! გადაავლე კარგად თვალი სანამ დადებ.

რაც შეეხება მაკედას, ჩემი აზრით მისთვის უკეთესია წავიდეს, მიდის დ ავეღარ მიდის ესეც biggrin2
0
№5
ავტორი: VaRdo
24 იანვარი 2013 20:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს კდიე აქაა? მე მეგონა აეროპორტში იყო უკვე :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Mgelo
24 იანვარი 2013 22:08
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
საღოლ ავტორ კარგია fellow
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top