"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი "ბორნმუთთან" მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მომხდარ ეპიზოდზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს.
"ალუბლების" კაპიტანი ენდრიუ სურმენი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მოედნიდან გააძევეს, რადგანაც მან არასპორტული საქციელით გამოხატა უკმაყოფილება ზლატან იბრაჰიმოვიჩის მხრიდან ტაირონ მინგსის წინააღმდეგ წესების დარღვევაზე, როცა შვედმა საჰაერო ორთაბრძოლის დროს მეტოქეს სახეში იდაყვი ჩაარტყა.
"იუნაიტედის" კაპიტანს ამ ინციდენტზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც უპასუხა: "ვფიქრობ, ორივე ფეხბურთელი ბურთზე თამაშობდა. სიმართლე გითხრათ, მე კუთხურის ჩასაწოდებლად მივდიოდი, ამიტომ ეს ეპიზოდი არ დამინახავს. დარწმუნებული ვარ, რამე რომ მომხდარიყო, ხალხი ამაზე აზრს გამოთქვამდა."
ეს ეპიზოდი მალე შედგა მეორე ინციდენტიდან, რომელშიც იგივე ფეხბურთელები ფიგურირებდნენ, მაგრამ ამჯერად მინგსმა დააბიჯა გაზონზე მწოლიარე იბრაჰიმოვიჩს ფეხი თავზე.
"სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არა მგონია, მსაჯს დაენახა, როგორ დააბიჯა ტაირონ მინგსმა ზლატანს თავზე. ყველას მოსწონს ორთაბრძოლაში შესვლა და ბოლო წლებში ეს თამაშის ფარგლებსაც სცდება. მაგრამ ფეხბურთელის თავზე დაბიჯება არასწორია და არაფერი ესაქმება ფეხბურთში.
მსგავსი რამ მეც გამომიცდია დასასიამოვნო სულაც არ არის. ამ ეპიზოდს ნამდვილად გადახედავენ და სწორ სასჯელსაც მოიფიქრებენ", - დაასრულა უეინმა.