ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილის დაკავება შეუძლია.
მეექვსე ადგილზე მყოფი "იუნაიტედის" მწვრთნელი ტიტულისთვის ბრძოლას უკვე წაგებულად მიიჩნევს, რამეთუ ლიდერ "ჩელსის" 15 ქულით ჩამორჩება.
მაგრამ მეორე ადგილზე მყოფი "ტოტენჰემი" მხოლოდ 5 ქულით უსწრებს "წითლებს", რომელთაც თადარიგში ერთი მატჩი აქვთ.
ლიგის თასის გამარჯვებულები ჯერ კიდევ ასპარეზობენ ინგლისის თასსა და ევროპა ლიგაზე, მაგრამ მოურინიოს უმთავრეს მიზანს პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილის დაკავება წარმოადგენს.
"მეორე ადგილზე გასვლა ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელია. პირველი შეუძლებელია. მეორესთვის კი უნდა ვიბრძოლოთ.
ევროპა ლიგის მოგებაც რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანია და თუ "როსტოვს" დავამარცხებთ, მეოთხედფინალში გავალთ.
ევროპა ლიგაზე სერიოზულად მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რადგან ახლა მხოლოდ 1/8 ფინალისტები ვართ.
მეოთხეფინალში უკვე ფინალის სუნი გცემს და მერე, გარკვეულ პერიოდში, ჩემი გუნდის, ფეხბურთელების, ყველას კონდიციები უნდა შევაფასო და არჩევანის გაკეთება თუ მომიწევს, უნდა გავაკეთო.
თუმცა, ჩემ მიერ გაკეთებულ არჩევანს ყოველთვის ვუზიარებ მფლობელებს, ხელმძღვანელობას, ოღონდ არა ახლა.
ჯერჯერობით მხოლოდ თამაშია მთავარი - თამაში "ბორნმუთთან", "როსტოვთან", "ჩელსისთან" და კვლავ "როსტოვთან", მერე კი ვნახოთ, ვიქნებით თუ არა ყველა ტურნირზე და სწორ არჩევანსაც გავაკეთებთ."